ტელეჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა ,,რეაქციიდან” თავის კოლეგას, ,,იმედის” ჟურნალისტ მაგდა ანიკაშვილს პირდაპირი ეთერიდან მიმართა:
-ბრავო, მაგდა, ყოჩაღ! ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩვენს დახურვას მოითხოვდნენ და შენს თვალებში შეციცინებულ სახეს დავინახავდი, ამის გარდა ყველაფერს წარმოვიდგენდი… ყოჩაღ, მაგდა, ყოჩაღ, ბრავო! რაც მე იმ დღეს ვნახე ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი.
ყველას გვაქვს ჩვენი ისტორია, ყველაფერს ვიფიქრებდი და შენი წაყვანილი გადაცემიდან იმ ყველაფერს რომ მოვისმენდი, არ მეგონა. როგორ გვიწოდებდნენ საროსკიპოებს და როგორ მოითხოვდნენ ჩვენს დახურვას და შენს თვალებში შეციცინებულ სახეს რომ დავინახავდი, ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი.
ყველაფერს დაარქმევს ეს ცხოვრება თავის სახელს და ეს ცხოვრება არც თუ ისე გრძელია, მაგდა. მე მინდა, რომ ეს დღე დაიმახსოვრო. დადგება ის დრო, როცა შენ ინანებ. ინანებ, რომ თვალებში შესციცინებდი იმ დღეს იმათ, ვინც მედიის დახურვას მოითხოვდნენ.

