27 წლის მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა, ექიმები ამ ომში დამარცხდნენ

27 წლის მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა, ექიმები ამ ომში დამარცხდნენტელეკომპანია ,,პირველი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომ 27 წლის მედდა, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ შოკში ჩავარდა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმე იყო. თუმცა გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებდა, რომ მეგის მდგომარეობა უიმედო არ იყო. ლევან რატიანი წერდა, რომ ეს ბრძოლა ექიმებს უნდა მოეგოთ და ახალგაზრდა დედა თავის ორ შვილს ცოცხალი უნდა დაბრუნებოდა. სამწუხაროდ, ექიმები ამ ბრძოლაში უძლურნი აღმოჩნდნენ.