,,აი, რატომ აამუშავეს უკვე ვირთხებმა მეუფის წინააღმდეგ ცილისწამების მანქანა. მეუფე უფალმა გააძლიეროს, ვირთხების ბოლო კი – კანალიზაციაა”, – წერს ხათუნა საგინაშვილი და მეუფე საბას (გიგიბერიას) ქადაგებას აქვეყნებს, სადაც მეუფე ამბობს: ,,მე არ ვაპირებ ვაქცინის გაკეთებას! გადავამოწმეთ ინფორმაცია და ეს სიმართლეა: ისრაელში დაიწყეს სოლომონის ტარის მშენებლობა, რაც დაკავშირებულია უფლის მეორედმოსვლის მოახლოებასთან!”
,,დაიწყეს, ხალხო, დაიწყეს, დრო ცოტაა, არა ვაქცინას. უფალი დაიფარავს თავის შვილებს”, ,,ასეთ სასულიერო პირს უნდა გავყვეთ ბილიკებზე”…- წერენ კომენტარებში.
საქართველოში ვაქცინის გაკეთებას ძალიან ბევრი ეწინააღმდეგება.
,,ყურადღება! დიდი ხანია, რაც სამედიცინო დარგის სპეციალისტები ითხოვენ კოვიდ-ვაქცინის შემადგენლობის გასაჯაროებას, თუმცა ყრუ კედელს აწყდებიან; ახლა ჩემმა მეგობარმა მომაწოდა ევროპის წამლების სააგენტოს საიტზე დადებული ასტრა-ზენეკას ვაქცინის ანატომია, რომელმაც დაადასტურა სწორედ ის ვარაუდები, რის გამოც ფეიკმეიკერებსა და ბნელებს გვეძახდნენ: ვაქცინა ემბრიონის ნაწილებს შეიცავს, დნმ-ის რეკონსტრუირებას ახდენს და გენმოდიფიცირებულია”, – წერს ხათუნა საგინაშვილი.

