მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქმა მეცნიერებმა შექმნეს ნაზალური სპრეი, რომელიც ერთ წუთში ანადგურებს კორონავირუსს.
სპრეი Genoxyn-ი ულუდაგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის მეცნიერებმა შეიმუშავეს. მათი თქმით, კვლევები ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო.
-მანამდე ჩვენ დავადგინეთ, რომ პრეპარატს ანტიბაქტერიული თვისება ახასიათებს, ხოლო პანდემიის დაწყების შემდეგ დავფიქრდით, შეგვეძლო თუ არა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას წავდგომოდით. ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ სპრეი ვირუსს კლავს პირისა და ცხვირის ქსოვილებზე, რაც მის გავრცელებასა და გამრავლებას უშლის ხელს, – განმარტა დოქტორმა.
პროფესორ გულსუნ თემელის თქმით, სპრეი ვირუსს ერთ წუთში ანადგურებს და არ აზიანებს ლორწოვან გარსებზე ეპითელურ უჯრედებს და მისი გამოყენება უსაფრთხოა.
თურქი მიკრობიოლოგების განმარტებით, მას შემდეგ, რაც პრეპარატი ნანოტექნოლოგიების მეშვეობით დახვეწეს და სრულყოფილი გახადეს, მისი ეფექტიანობაც უფრო სტაბილური გახდა და მან გარკვეულ მოლეკულებზე ხანგრძლივი ზემოქმედება გამოავლინა.
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ სპრეი Genoxyn-ი მაღალეფექტიანია არა მხოლოდ СОVID-19-ის, არამედ სხვადასხვა ბაქტერიისა და სოკოს წინააღმდეგაც.
სპუტნიკი

