ექიმს კოვიდპაციენტების დახოცვაში ადანაშაულებენ – მას სასიკვდილო ინექცია შეჰყავდა

ექიმს კოვიდპაციენტების დახოცვაში ადანაშაულებენ - მას სასიკვდილო ინექცია შეჰყავდაიტალიის ქალაქ მონტიკიარის გადაუდებელი დახმარების საავადმყოფოს მთავარი ექიმი, კარლო მოსკა ეჭვმიტანილია კოვიდპაციენტების განზრახ მკვლელობაში, სავარაუდოდ, საწოლების გათავისუფლებისა და ექიმების დატვირთვის შემცირების მიზნით.

გამოძიების ვერსიით, ექიმს წინასწარგანზრახვით შეჰყავდა კოვიდპაციენტების ორგანიზმში პრეპარატი, რომელიც სუნთქვის ფუნქციას აქვეითებდა. მისი ქმედებების შედეგად, სულ მცირე, 2 პაციენტი დაიღუპა.

გამოძიების ვერსიით, მედპერსონალის მიმოწერისას გაირკვა, რომ მედდების ნაწილი უარს ამბობდა პაციენტებისთვის პრეპარატის სასიკვდილო დოზა გაეკეთებინა, თუმცა ცნობილია, რომ მოსკა მოითხოვდა, დაავადებულებთან მარტო დაეტოვებინათ.

აღნიშნული ფაქტები გასული წლის მარტში მოხდა, როდესაც საავადმყოფო კოვიდპაციენტების დიდ ნაკადს ძლივს უმკლავდებოდა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი მათგანის ორგანოებსა და ქსოვილებში ფიქსირდებოდა ნერვულ–კუნთოვანი ბლოკატორების კვალი, რომელიც პაციენტის სიკვდილის მიზეზი გახდა დოზის გადაჭარბების გამო. გარდაცვლილი პაციენტის სამედიცინო ჩანაწერებში კი ამ პრეპარატების შეყვანა არ არის აღნიშნული. აქედან გამომდინარე, გამოძიება თვლის, რომ ეჭვმიტანილია პასუხისმგებელია საჯარო დოკუმენტის გაყალბებაში.

ამ დროისთვის კარლო მოსკა შინაპატიმრობაში იმყოფება. მის საქმეს სასამართლო განიხილავს.

ნოსტალ.ჯი