23 წლის გიორგი გოგიძე ამერიკაში საუკეთესო აგენტად დაასახელეს – ,,ქართული სიდინჯე ბევრ რამეში მეხმარება”

23 წლის გიორგი გოგიძე ამერიკაში საუკეთესო აგენტად დაასახელეს - ,,ქართული სიდინჯე ბევრ რამეში მეხმარება"გიორგი გოგიძე ჯერ მხოლოდ 23 წლის არის, მაგრამ მის საქმიან ,,ანგარიშზე” უკვე ბევრი მნიშვნელოვანი წარმატებაა. ის ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და ერთ-ერთი დიდი სადაზღვევო კომპანიის გერენალური მენეჯერია.

,,მიუხედავად ბევრი წარმატებისა, მაინც გადავწყვიტე საქართველოს დატოვება,რადგან იქ არ გვეძლევა საშუალება საკუთარი თავის ბოლომდე გამოვლენის, არ არის იმხელა ასპარეზი და შესაძლებლობები, როგორიც ამერიკაში. აქ წამოსვლას იმანაც შეუწყო ხელი,
რომ მამა აქ ცხოვრობდა…

ამერიკის სიცოცხლის სადაზღვევო კომპანიის (American Income Life), რომელიც ,,ფორბსის”‘  ჟურნალში ყოველწლიურად იკავებს ადგილს, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, საუკეთესო აგენტის ტიტული მოვიპოვე 2020 წლის ბოლო მეოთხედში და ასევე ყოველთვიურად. კომპანიაში 6 თვის განმავლობაში დავწინაურდი გენერალური მენეჯერის პოზიციაზე…

ქართული სიდინჯე, სხარტი აზროვნება ძალიან მეხმარება წარმატების მიღწევაში. ის, რაც ჩვენ ქართველებს ჭარბად გვაქვს, ამერიკელებს არ ახასიათებთ. ბევრი რამ მომცა ამერიკამ – თავდაჯერებულობა, ვისწავლე დროის დაგეგმარება, გავხდი დამოუკიდებელი და ამ ყველაფრის გამო ქვეყნის მიმართ მადლიერების გრძნობა მაქვს..

მინდა, საქართველოში განათლებაში ჩავდო ინვესტიცია, რათა ქართველ ბავშვებს საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცეთ. ვარ სტუდენტი, მაგრამ ბევრი გეგმა მაქვს სამომავლოდ, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებითაც.

გზა