,,მადლი ღვთისა” – წამალი, რომელიც აფთიაქებში იყიდება და კორონას ,,კურნავს”

,,მადლი ღვთისა" - წამალი, რომელიც აფთიაქებში იყიდება და კორონას ,,კურნავს",,მადლი ღვთისა” – ქართული წარმოების საკვები დანამატი, რომლის ანოტაციაში წერია, რომ ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებაა და ერთ-ერთ ქსელურ აფთიაქში იყიდება.

,,ავერსი” ადასტურებს, რომ ,,მადლი ღვთისა” მათ სააფთიაქო ქსელში იყიდება. საკვები დანამატის 4 აბი 60 ლარი ღირს და ურეცეპტოდ გაიცემა.

იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის შექმნას ერთი წელია ელოდება, საქართველოში კომპანია ,,მადლი ღვთისა” ირწმუნება, რომ ამავე სახელწოდების აბებით უკვე 300-ზე მეტი კოვიდინფიცირებული განკურნა.

საკვები დანამატის გაყიდვისას ღვთის სახელის გამოყენება სასულიერო პირებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.​

ექიმები კი მოსახლეობას ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ხალხური მედიცინისა და სხვა მსგავსი ექსპერიმენტული საშუალებების გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ მსგავსი საშუალებების გამოყენებამ, შესაძლოა, მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება გამოიწვიოს.

რუსთავი 2