ჟურნალისტი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე ტყუპი გოგონების დედაა. მარიამი და თამარი 2 წლის გახდნენ. მათ დეიდამ, ჟურნალისტმა ირმა ჩაფიძემ დაბადების დღე ასე მიულოცა:
,,ელისო, დავით, გილოცავთ მარიამის და თამარის დაბადების დღეს. უფალს და თქვენ მადლობა, რომ ამ საოცრებებს გვიზრდით! დალოცვილ და ბედნიერ მშობლობას გისურვებთ მთელი ცხოვრება. მიყვარხართ და მეამაყებით!”.
ელისო ჩაფიძემ ტყუპები 44 წლის ასაკში გააჩინა. გოგონების დაბადებამდე მის ცხოვრებაში დიდი ტკივილი იყო _ რვა თვის ორსულს შვილები დაეღუპა.
ელისო იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც შვილების გაზრდას ახლავს.
-მე და ჩემს ოჯახსაც ძალიან გაგვიჭირდა. თავს არავის ვაცოდებ, მაგრამ ჩვენი ხელფასი ნამდვილად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სრულფასოვნად ყველაფერი მივაწოდოთ ბავშვებს, ამიტომ ჩემს შვილებს აქვთ ყველაფერი, რაც მხოლოდ აუცილებელია და ფუფუნების საგნები არ და ვერ შევიძინეთ.
ჩემს შვილებს ძალიან ხშირად ვაცმევ ნაჩუქარ ტანსაცმელს ან გადავუკეთებთ ხოლმე რაღაცას, წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში არიან ის ბავშვები, რომელთაც არ ჰყავთ დასაქმებული დედა და მამა, – ამბობს ელისო ჩაფიძე მშობლები.ჯი-სთან.

