,,და მან დამტოვა მარტო… მარტო ამ წყეულ დედამიწაზე” – ნოველა, ანანო გელაშვილი

,,და მან დამტოვა მარტო... მარტო ამ წყეულ დედამიწაზე" - ნოველა, ანანო გელაშვილიანანო გელაშვილი, ,,და მან დამტოვა მარტო… მარტო ამ წყეულ დედამიწაზე” – ნოველა
02/29/2013
ამ ოთხ კედელში არ გამოიკეტო, არ მიმატოვო. ახლა პალატაში წევხარ, მაგრამ ძალიან გთხოვ, ნუ გადააქცევ პატარა, მოკუნტულ, ამაზრზენ ოთახად, სადაც მარტო შენ წევხარ და ყველა ვტირით.
გთხოვ, მისაღები ოთახის პიანინოზე თეთრი ქსოვილის ნაჭერს ნუ ჩამომაფარებინებ და ჩვენს სახლში ყველას ნუ ააგლოვებ; გთხოვ, ნუ მომანატრებ თავს; გთხოვ, არ მასწავლო შენ გარეშე ცხოვრება, გთხოვ, შავები არ ჩამაცმევინო, გთხოვ, არ მიმატოვო, ახლა ძალიან მჭირდები…. _ ვეუბნები, მაგრამ არ ესმის, სძინავს და აპარატზეა შეეერთებული. მისი საწოლის გვერდით სკამზე ვზივარ და თვალებიდან გუბეებს ვერ ვაქრობ, ხელი მასზე მჭიდროდ მიკიდია, არ მინდა, რომ გავუშვა, არ მინდა. რომ მიმატოვოს…
03/04/2013
ექიმი მეუბნება: ,,სასიცოცხლო მაჩვენებლები ძალიან დაბალია, მძიმედ არის დაჭრილი’’.
პალატაში შემოვდივარ და განადგურებული სახით ვჯდები, შენ გვერდზე, მარტო ვარ შენთან ერთად, ჩემო ტკბილო, შენზე ძვირფასი არავინ მყავს. შენ მაინც ხომ იცი, არა? გთხოვ, არ დამტოვო, იცოდე, არ გაპატიებ, ვერ გადავიტან უშენობას, ნუ დამტოვებ ამ ცხოველებთან მარტო, უზომოდ მიყვარხარ.
03/07/2013
,,უკეთ არის’’ _ მესმის ექიმის ხმა და ახლა უკვე ბედნიერების ცრემლებს ვერ ვიკავებ, ახლა ძალიან დიდი იმედი მომეცა, რომ არ მიმატოვებ. მგონი, გესმოდა ჩემი ლაპარაკი, იმედი მომეცა. ამიტომაც სახლში წასვლა და თავის მოწესრიგება გადავწყვიტე. წავედი. დედაშენი სახლში არ დამხვდა. ვიფიქრე, საყიდლებზე იყო გასული, არც მინდოდა, ამ მდგომარეობაში დავენახე. ვიბანავე, გამოვიცვალე და შენთან წამოვედი ისევ.
რომ მოვედი, ექიმმა მითხრა: ,,საოპერაციო პალატაში გადავიყვანეთ, ჭრილობა გაიხსნა’’. მაპატიე,  არ უნდა დამეტოვებინე, ალბათ არ უნდა წავსულიყავი, მაპატიე, რომ დაგტოვე. მაგრამ არ მეგონა, ასე თუ მოხდებოდა.
03/19/2013
დილის შვიდი საათისკენ ექიმი მეუბნება: ,,ნარკოზიდან გამოვიდა, შეგიძლიათ ცოტა ხანი გაესაუბროთ. გადატვირთვა არ შეიძლება’’.
მინდოდა, ყველანაირად ამეხსნა, თუ როგორ ძლიერ მიყვარდი. მაგრამ მარტო ამის თქმა მოვახერხე _ ,,არ დამტოვო, თორემ მეც მოვკვდები, იმ ცხოველებს არ ვაპატიებ შენს სიკვდილს’’.
მაკოცე, თვალები დახუჭე და გულის აპარატის მხრიდან წუილის ხმა შემომესმა. დავინახე ერთი გრძელი ხაზი და გულის ცემასთან ციფრი ,,ნული’’. მივხვდი, რომ დამტოვე, გეძახდი და არ მაგონებდი.
03/13/2013
დღეს მიწაში გაგიშვი ისე, როგორც გჩვეოდა ხოლმე ჩუმად წასვლა. ზუსტად ვიცი, რომ ანგელოზებთან სამოთხეში მოხვდები. შენ გარეშე სიცოცხლეს არ გავაგრძელებ, მალე შეგხვდები…
იცი, გელააპარაკები ხოლმე, მგონია რომ ისევ აქ ხარ, ამ წყეულ დედამიწაზე, სადაც შენნაირ ადამიანებს კლავენ. მართლა ძალიან მიყვარდი, მიყვარხარ და ცხოვრების ბოლომდე, სანამ მანდ არ გნახავ, ასე მეყვარები. ძალიან მიჭირს შენგან შორს ყოფნა….
ამიტომ, ხალხო, სანამ ცოცხალია და სანამ ცოცხალი ხართ, უთხარით, რომ გიყვართ; აჩვენეთ, რომ ძალიან გჭირდებათ, იმიტომ, რომ ერთ დღეს შეიძლება გაიღვიძოთ და აღარ იყოს, ვეღარ ჰკითხოთ რჩევა, ვეღარ დაელაპარაკოთ, ვეღარ ჩახედოთ თვალებში და აუხსნათ, როგორ გიყვართ. ინანებთ და თავს დამნაშავედ იგრძნობთ, იმიტომ, რომ ისე გაუშვით, თავი უსარგებლო ეგონა და არ ფიქრობდა, რომ მის გარეშე ვერ გაძლებდით, რომ მისით არ იყავით ბედნიერი.