ძველ საბერძნეთში ქალები ამ ზეთებს იყენებდნენ – ნაოჭების საწინააღმდეგო მარტივი საშუალებები

ძველ საბერძნეთში ქალები ამ ზეთებს იყენებდნენ - ნაოჭების საწინააღმდეგო მარტივი საშუალებები,,სარკე”, აზა გაგოშიძე

ნაოჭები თავიდან რომ აიცილოთ, კანი გლუვი და ხავერდოვანი რომ გახდეს, ამ დავალებას იოლად შეასრულებს საშუალება, რომლის მოქმედებას ბევრი ვერ აფასებს.

ძველ საბერძნეთში არ იყო კრემები და შრატები, სამაგიეროდ, ლამაზმანებს ჰქონდათ სხვა საშუალება, რომელიც მათ თავისი ეფექტურობით არაფრით ჩამოუვარდებოდა. ყოველ საღამოს ისინი კანზე ზეთს ისვამდნენ. მისი წყალობით, მათი სახე ნორჩი დიდხანს რჩებოდა ნორჩი.

მცენარეული ზეთი ყველაზე უბრალო და ბიუჯეტური საშუალებაა კანის კვებისთვის. ზეითუნის – უკეთესია კომპონენტების მიხედვით და კანისთვის უფრო სასარგებლოა. ორივე ზეთი ეფექტურია ნებისმიერ მკვებავრ ნიღაბში დანამატის სახით.

აბუსალათინის ზეთი: უმკლავდება მიმიკურ ნაოჭებს სახეზე, სიმშრალეს აქრობს. მას თითების ბალიშებით მსუბუქად ისვამენ.

ქოქოსის ზეთი: კანზე შეუმჩნეველ აპკს ქმნის, რომელიც ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. გამოდგება თვალების ირგვლივ წასასმელად.

სელის ზეთი: სახის კანის აჭიმვას ეხმარება, სახის ოვალის კორექტირებას ახდენს. წასმიდან 10 წუთის შემდეგ ზეთი უნდა ჩამოიბანოთ. ეფექტი უფრო შესამჩნევი იქნება, თუ სელის ზეთს შინაგანადაც მიიღებთ (1 ს.კ. დილით, უზმოზე).

ნუშის ზეთი: თვალების ქვეშ შავ წრეებს აქრობს. წასმიდან ნახევარი საათის შემდეგ აუცილებლად ჩამოიბანეთ.

ყურძნის წიპწების ზეთი: კარგ ლიფტინგ-ეფექტს იძლევა. გამოდგება ცხიმიანი კანისთვის.

ეთერზეთები უფრო თხელი და ნაზია, მათი სუფთა სახით გამოყენება არ შეიძლება, უნდა გაზავდეს ფუძე ზეთში. ყველაზე მარტივი ვარიანტია ზეითუნის ან მცენარეული. საკმარისია რამდენიმე წვეთი ეთერზეთი.