ნინი კუპრაძე: ,,მე და ჩემმა ქმარმა ოჯახობანა ვითამაშეთ და დავიშალეთ” – თამარ ბაღაშვილის შვილს დედის ჩრდილქვეშ ყოფნა არ აშინებს

ნინი კუპრაძე: ,,მე და ჩემმა ქმარმა ოჯახობანა ვითამაშეთ და დავიშალეთ" - თამარ ბაღაშვილის შვილს დედის ჩრდილქვეშ ყოფნა არ აშინებს,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ტელეწამყვან ნინი კუპრაძეს დედის, პოპულარული ჟურნალისტის, თამარ ბაღაშვილის, ჩრდილქვეშ ყოფნა არ აკომპლექსებს. ,,რუსთავი 2″-ში უკვე 3 წელია მუშაობს და საკუთარ თავზე ბევრი ამპლუა მოსინჯა. მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო გამოშვების კულისებში გაიზარდა, ეს სფერო ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად მოსწონს. სამაგიეროდ, დილის გადაცემის მხიარული ჩართვები მისი სტიქიაა.

ნინიმ 23 წლის ასაკში უკვე გამოიარა ქორწინება, განქორწინება და ახლა 4 წლის ქალიშვილს, ნიტას, დედაა.

– ცდილობთ, გაექცეთ პოპულარული დედის ჩრდილს?

– არასდროს მქონია პრობლემა, რომ თამარ ბაღაშვილის შვილი ვარ. პირიქით, ყოველთვის ვამაყობ, რომ დედაჩემია და ეს საერთოდ არ მაკომპლექსებს.

მსიამოვნებს, როდესაც მომიხსენიებენ, რომ ბაღოს შვილი ვარ.

– ახლა თქვენც ზრდით პატარა ქალიშვილს, თქვენც  ტელევიზიაში მუშაობთ. ისტორია მეორდება, მასაც დეფიციტი აქვს დედასთან ურთიერთობის?

დედაჩემი ამბობს, არ მეგონა, ასეთი კარგი დედა თუ იქნებოდიო. ვცდილობ, შვილს მეტი დრო დავუთმო და ვახერხებ კიდეც. ნიტა უკვე 4  წლისაა.

ზუსტად იმდენივე ასაკობრივი სხვაობაა ჩემსა და დედას შორისაც, რამდენიც ჩემსა და ჩემს გოგონას შორის. .

– ტრავმა იყო ოჯახის დანგრევა?

– არა, რადგან ცივილურად და მეგობრულად გავშორდით. სანამ ერთმანეთის მიმართ აუტანლობა დაგვემართებოდა, მანამდე მივიღეთ გადაწყვეტილება, გავშორებულიყავით. ახლა მას მეორე ცოლი ჰყავს.

თანაცხოვრებისას მივხვდით, რომ ერთად დიდხანს ვერ ვიქნებოდით.  შეიძლება ითქვას, ოჯახობანა ვითამაშეთ და დავიშალეთ. სამაგიეროდ, გვყავს ნიტა, რომელზეც ორივე ვგიჟდებით.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”