,,სარკე”, ანა კოშაძე
,,რუსთავი 2″-ის დილის წამყვანი ანა კოშაძე კონკურსანტი ერთხელ იყო – სილამაზის კონკურსში და მას შემდეგ ასეთ პროექტებზე თავისებური შეხედულება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდმა მისი ქმრის შემოსავალსაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, თვლის, რომ საწუწუნო არაფერი აქვს და ცდილობს, ამ რეალობაშიც პოზიტიური მხარეები იპოვოს.
_ერთხელ სილამაზის კონკურსზე გამოვედი და დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ ასეთი პროექტები საშინელებაა. არც მახსოვს, რა ერქვა, მაგრამ ფორმატი სილამაზის კონკურსი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვერთობოდი, ზოგადად ასეთი კონკურსები არ მომწონს. ზუსტად ვიცი, ჩემს შვილებს სილამაზის კონკურსებზე არასდროს გავიყვან.
სხვა არის კონკურსი, სადაც საქმე სიმღერას ან რაიმე ნიჭის წარმოჩენას ეხება. სილამაზე რამდენად ნიჭია, არ ვიცი და არც ის ვიცი, რამდენად მართებულია მისი ამ ფორმით შეფასება, ეს ძალიან სუბიექტურია და ამ გადმოსახედიდან ძალიან სასაცილოდ მეჩვენება.
– თუ გახსოვთ ვინმეს შეფასება, რომელმაც ან დაგაკომპლექსათ და გული გატკინათ, ან პირქით, დიდი სტიმული მოგცათ?
– დაკომპლექსებით – არა, მაგრამ ადამიანის ნათქვამი ძალიან მომხვედრია გულზე.
– საქმეში ახალ შემოთავაზებებს ქმარს უთანხმებთ თუ თქვენი თანხმობაც საკმარისია?
– კი, ყოველთვის შეთანხმების რეჟიმში ხდება ყველაფერი. ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება გვიყვარს. არც მე მიყვარს, როცა ფაქტის წინაშე მაყენებენ და არც მე მოვექცევი სხვას ასე. როცა ოჯახია, ვფიქრობ, ყველანაირი გადაწყვეტილებები ერთად უნდა მიიღონ.
ამონარიდები ინტერვიუდან

