ამირან გამყრელიძე: ,,ვაქცინა მალე იქნება, მაგრამ აქცენტი წამალზე კეთდება””

ამირან გამყრელიძე: ,,ვაქცინა მალე იქნება, მაგრამ აქცენტი წამალზე კეთდება""ჯანმრთელობის კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა, სავარაუდოდ, გაზაფხულზე იქნება.

-იმდენად აქსელერირებულია სამეცნიერო წრეების მუშაობა, რომ სწრაფად შეიქმნას ვაქცინა ან წამალი, დარწმუნებული ვარ, ეს მალე იქნება. ალბათ მოისმინეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება, რომ შესაძლებელია, ამ წლის ბოლოს ვაქცინის გარკვეული რაოდენობა იყოს. მე მაინც მგონია, რომ ის დიდი ალბათობით მომავალი წლის გაზაფხულზე იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ ცხადია, უცებ 7 მილიარდ ადამიანს ვერ ავცრით. ამიტომ დიდი აქცენტი კეთდება წამლის შექმნაზე, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ