როგორ გაიგოთ, ინდიგოა თუ არა თქვენი შვილი

როგორ გაიგოთ, ინდიგოა  თუ არა თქვენი შვილი,,სარკე”, ნათია ტოტიკაშვილი

ეზოთერიკოსების აზრით, ინდიგო ბავშვები, ანუ იასამნისფერი რასის წარმომადგენლები, ის საჩუქარია, რომელიც სამყარომ გამოგვიგზავნა კაცობრიობის განვითარების ახალ საფეხურზე გადასაყვანად. გთავაზობთ იმ თვისებების ჩამონათვალს, რომლებიც ინდიგო ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი:

პატარა ასაკიდანვე დამოუკიდებლები არიან, მყარად დგანან საკუთარ აზრზე და არ აღიარებენ ე.წ. ავტორიტეტებს.

მათ ხშირად უსვამენ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დიაგნოზს, რაც გამოწვეულია მათი ყურადღების გაფანტულობით, მოუსვენრობით, რუტინული ცხოვრების მიმართ ინტერესის არქონით.

თავს გრძნობენ სოციუმისაგან იზოლირებულად და ხშირ შემთხვევაში არ ჰყავთ ბევრი მეგობარი. ურჩევნიათ, ის საქმე, რომელიც აინტერესებთ, მარტოებმა გააკეთონ.

აქვს შესანიშნავი ინტუიცია. იმას, რაც აინტერესებთ, ადვილად ითვისებენ. საკითხების მიმართ უჩვეულო მიდგომის ფორმა აქვთ.

უარყოფენ სოციალურ ნორმებსა და ტრადიციებს. მათი აზრით, ის, რომ ადამიანთა უმრავლესობა აკეთებს ამა თუ იმ ქმედებას, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ქმედება სწორია.

ირგვლვმყოფები მათ “უცნაურებად” მიიჩნევენ. ბევრი გაურბის კიდეც მათთან მეგობრობასა და ურთიერთობას მათთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმისა და ხასიათის სიმტკიცის გამო.

გამოირჩევიან ცხოველებისადმი თანაგრძნობითა და სიყვარულით.

ხელოვნების რომელიმე სფეროში განსაკუთრებულ ნიჭს ავლენენ.

გატაცებულები არიან მეცნიერებით ან ეზოთერიკით (ან ორივეთი ერთად).

აქვთ მსოფლიოს შეცვლის დიდი სურვილი.