,,სარკე”, აზა გაგოშიძე
რაც უნდა სამწუხარო იყოს ამის აღიარება, ღალატი მეტად ჩვეულებრივი მოვლენა გახდა თანამედროვე ცხოვრებაში. სხვადასხვა მონაცემებით, თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში ცოლს 80%-ზე მეტმა მამაკაცმა უღალატა. რატომ არის ეს ციფრი ასეთი მაღალი?
ცოტა სიყვარული
პირველ ერთ-ორ წელში, სანამ გრძნობა ჯერ კიდევ ახალია, სიყვარული ისეთივე ბუნებრივია, როგორიც სუნთქვა, ეს ეიფორია არაუმეტეს სამი წლისა გრძელდება. შემდეგ იწყება ნაკლებად რომანტიკული უფერული ცხოვრება – ბავშვების ავადმყოფობით, აბაზანაში გაფუჭებული ონკანით, ბინის გადასახადით და დამწვარი ერბოკვერცხით. ცოლს ზოგჯერ ძალა არ ჰყოფნის თმის შესაღებად, არაფერს ვამბობთ ქმრის მიმართ ყურადღების გამოჩენაზე… და მამაკაციც გვერდზე ეძებს ქალს, რომელსაც სიყვარულისთვის, ყურადღებისა და ალერსისთვის დრო აქვს.
ბევრი პრობლემა
ცხოვრება ყოველთვის ახალ-ახალ გამოცდას გვიწყობს: ბავშვები ავადმყოფობენ, მშობლები ბერდებიან, ფული არასაკმარისია და, ყველაზე ხშირად ,,სუსტი რგოლი” სწორედ ქალი აღმოჩნდება. მას ბავშვობიდან უნერგავდნენ, რომ ხანდაზმულები, უძლურები, ავადმყოფები – ეს ქალის პასუხისმგებლობის სფეროა, ამიტომ იოლად ურიგდება იმას, რომ ღამით ვერ დაიძინებს, ეკონომიის გაკეთება და ორ ადგილას მუშაობა მოუწევს, რათა ახლობლებზე იზრუნოს.
კრიზისულ სიტუაციებში მამაკაცები ხშირად ნებდებიან და შინაური პრობლემების დავიწყება რომ შეძლონ, სულის მოსათქმელად საყვარელს იჩენენ.
ბევრი ბრაზი
ჩუმი ქმრები, როგორც წესი, ,,ჭრილობებს” საყვარელთან იშუშებენ. ასეთი რამ ხშირად ემართებათ მამაკაცებს, რომლებსაც ცოლები თავიანთ ჭკუაზე ატარებენ, მუდამ აკრიტიკებენ, ამცირებენ, აკონტროლებენ.
ღალატისკენ მიდრეკილი სხვა ტიპები
არსებობს მამაკაცთა ცალკე ტიპები, რომლებიც ღალატს უსაქციელობად სულაც არ მიიჩნევენ. მათი უმეტესობა გაიზარდა გარემოცვაში, სადაც ღალატი ნორმად ითვლებოდა.
გამოსავალი
ბრაზმა, გაღიზიანებამ და დაღლამ პარტნიორი რომ არ აიძულოს, სიყვარული და აღიარება გვერდზე ეძებოს და ,,ისეირნოს”, სპეციალისტების რჩევები გაითვალისწინეთ:
1. ეცადეთ, ურთიერთობა შეინარჩუნოთ;
2. ერთმანეთს ბევრი ესაუბრეთ, მეტი შეეკითხეთ და ყოველთვის უპასუხეთ.
3. დააფასეთ ის, რაც გაქვთ;
4. კომპრომისების ნუ შეგეშინდებათ, პარტნიორს მოუსმინეთ;
5. მეუღლის ცხოვრებით დაინტერესდით;
6. სირთულეების მიუხედავად, ნუ გაავდებით და ხუმრობებისთვის დრო და საბაბი იპოვეთ.
7. პასუხისმგელბობას მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ აიღებთ, პრობლემების გადაჭრის საქმეში მეუღლეც ჩართეთ;
8. არ დაგავიწყდეთ პარტნიორის შექება და მისი სიძლიერით, გამძლეობითა და მხნეობით აღფრთოვანება;

