ასკილი აახალგაზრდავებს – ეს მცენარე ოქროზე მეტად ფასობდა

ასკილი აახალგაზრდავებს - ეს მცენარე ოქროზე მეტად ფასობდა,,სარკე”, აზა გაგოშიძე

ძველ დროში ასკილი ძვირფას სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. მე-16 საუკუნეში რუსეთში ასკილის ნაყოფი ოქროზე ძვირად ფასობდა. ეს ველური ვარდი თავის სასარგებლო თვისებებს მთელი წელი ინარჩუნებს. სასარგებლოა ამ მცენარის ნაყოფი, თესლები, ყვავილები, ფოთლები, ძირები და ნორჩი ყლორტებიც კი.

მცენარე გაჯერებულია ცე, ბე2, პე, კა, ე ვიტამინებით. შეიცავს კაროტინს, ვაშლისა და ლიმონის ძმარს, დუბილურ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთს. მაკროელემენტებიდან – მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას, კობალტს, მოლიბდენს, სელენს.

ვიტამინი ცე მასში 10-ჯერ მეტია, ვიდრე მოცხარში და 30-ჯერ მეტი, ვიდრე ლიმონში. ასკილის სამი ცალი ნაყოფი ცე ვიტამინზე დღიურ მოთხოვნას აკმაყოფილებს! ასკილის ნაყოფს შუაზე ჭრიან და თესლებს აცლიან და ნაყოფისაგან მურაბას ხარშავენ.

დალიეთ ასკილის ჩაი – 1 სუფრის კოვზ ნარევს 2 ჭიქა მდუღარე დაასხით და 10 წუთი დაბალ ცეცხლზე დადგით. ნაყენი 4-5 საათი გააჩერეთ. გაწურეთ და დღეში 2-3-ჯერ დალიეთ. ეს სასმელი არამხოლოდ ტონუსს სწევს მაღლა, განწყობასაც. ჰორმონების სინთეზი და ქსოვილების აღდგენა-განახლება ძლიერდება. მოკლედ, ასკილი აახალგაზრდავებს.

ასკილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი გზების, მწვავე და ქრონიკული ინფექციების დროს ორგანიზმის წინააღმდეგობას ხელს უწყობს.

1 სუფრის კოვზ გამხმარ ნაყოფს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და წყლის აბაზანაში თავდახურული 10 წუთი ადუღეთ. გააგრილეთ, გაწურეთ, 1 სუფრის კოვზი თაფლი დაუმატეთ და ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ დალიეთ. ასკილის ფოთლები 100-ჯერ მეტ ასკორბინის მჟავას შეიცავს, ვიდრე ვაშლი, ამიტომ ფოთლების ჩაი სვით.