ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ,,პოსტივის” ეთერში პრემიერ გიორგი გახარიას დიდ როლს გაუსვა ხაზი კოვიდ-19-თან ბრძოლაში და ის დარტანიანს შეადარა:
– კითხვა დამისვეს – დარტანიანი რომელი ხართო? მე ვუთხარი, რომ მუშკეტერი სამი იყო და დარტანიანი – მეოთხე და ვფიქრობ, კორონავირუსის კრიზისის მართვაში დარტანიანის როლს თუ ვინმე ასრულებს ეს არის გახარია და ჩვენ სამი (ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე) როლებს როგორ გავინაწილებთ, არ მინდა, რომ ვთქვა, რადგან ყველა აირჩევს ათოსს და ეს ასე არ არის, ისე არამისობას პაატას მივცემდი.

