ნიორი და ბროკოლი – თუ სუნთქვასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ

ნიორი და ბროკოლი - თუ სუნთქვასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ,,სარკე”, აზა გაგოშიძე

თუ სუნთქვასთან დაკავშირებით  პრობლემები გაქვთ – ხშირი ბრონქიტი, ასთმა, მწეველისთვის დამახასიათებელი ხველა – ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ბოსტნეულს:

სტაფილო, ასევე სხვა ნარინჯისფერი და წითელი ბოსტნეული, აგრეთვე ხილი მდიდარია ბეტა-კაროტინითა და ანტიმჟანგავებით. ისინი ფილტვების ფუნქციას აუმჯობესებენ, გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავენ.

ხახვი და ნიორი შეიცავს ფიტონციდებს, ბუნებრივ ანტიბაქტერიულ საშუალებებს, რომლებიც ფილტვებსა და ბრონქებს ინფექციებისგან ასუფთავებენ.

ბროკოლი შეიცავს სულფორაპინს. ის სუნთქვის ორგანოებს ტოქსიკური ნივთიერებებისგან იცავს. ეს პროდუქტი განსაკუთრებით რეკომენდებულია მწეველებისთვის და მათთვის, ვინც მავნე საწარმოებში მუშაობენ.

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული მაგნიუმის წყაროა. ის აგზნებულ ნერვების ამშვიდებს და სუნთქვას არეგულირებს.