ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილს თირკმლების დაავადება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში დაუდგინეს. მერე იყო ურთულესი გზა მისი სიცოცხლის გადასარჩენად. წლების წინ თავისი ერთი თირკმელი ბებიამ, დედის დედამ, გადაუნერგა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მისი ცხოვრება სრულყოფილი გამხდარიყო.
ბიჭუნას მამა, ზურაბ ჭიჭიკოშვილი, გვიამბობს, რომ ბებიის თირკმელი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში დაუზიანეს, რის შემდეგაც ნიკოლოზისთვის კიდევ უნდა გადაენერგათ თირკმელი, მაგრამ მოულოდნელად პატარას, რომელიც ახლა 10 წლისაა, ინსულტი განუვითარდა. ახლა ნიკოლოზი უკვე სახლშია, მაგრამ მას უცხოეთში რეაბილიტაცია სჭირდება. ,,ის მომენტი, რომ გადარჩა და ცოცხალი გვყავს, ძალიან დიდი ბედნიერებაა, – ამბობს ზურაბ ჭიჭიკოშვილი.

