მაია ასათიანის ტოქ შოუ ,,პროფილი” დღეს, 4 ივნისს 12 წლის გახდა. მაია ასათიანი ,,პრაიმტაიმს” უყვება, რომ 12 წლის წინ სულ სხვანაირი იყო, ძალიან ეშინოდა, ახლა კი ის ბევრად ძლიერი და უშიშარია.
-მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, წინ რამ მელოდა ან ამ გადაცემიდან რა გამოვიდოდა. წლიდან წლამდე გადაცემაც იცვლებოდა და გადაცემასთან ერთად ჩემი ბიოგრაფიაც. იმ შეშინებულ მაია ასათიანს, რომელიც კარიერაში ახალ ეტაპს იწყებდა, ვეტყოდი, რომ არ შეეშინდეს, იმიტომ, რომ დადაგება დრო და მას აღარაფრის შეეშინდება. და ყველაფერი გამოუვა! აღარც საქმეში მეშინია აღარაფრის და აღარც ცხოვრებაში…
ჩემი შვილის დაკრძალვიდან რამდენიმე დღე იყო გასული… არ დამავიწყდება, სარკეში ჩავიხედე და… ჩემს თავს ვუთხარი, გარეთ უნდა გავსულიყავი და წავსულიყავი იქ, სადაც ყოფნა ყველაზე მეტად მიხარია_ ჩემს სამსახურში, _ უყვება ,,პრაიმტაიმს” მაია ასათიანი.
,,12 წელი, 24 სატელევიზიო სეზონი. 500-ზე მეტი გადაცემა და ერთგული მაყურებლის სიყვარული. დღეს ,,პროფილის” დაბადების დღეა. მადლობა, რომ ყოველ ხუთშაბათს საღამოს ჩვენთან ერთად ატარებთ”, _ წერია ,,პროფილის” ფეისბუქგვერდზე.

