,,სარკე”, აზა გაგოშიძე
როგორც წესი, ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი და სასარგებლო, მაგრამ შიმშილის შეგრძნების განცდა არ შეიძლება. აუცილებელი არ არის, თავს უარი უთხრათ საღამოს 6 საათის შემდეგ ჭამაზე. მთავარია, თქვენი ტრაპეზი დაძინებამდე ერთი საათით ადრე შედგეს. მსუბუქი ვახშმისთვის სასარგებლოა:
მ მოშუშული ბოსტნეული, ჭიქა ლიმონიანი წყალი, კეფირი.
მ უცხიმო ხაჭო – 150 გრამი, საშუალო ზომის ხილი, 1 ჭიქა წყალი, უშაქრო ჩაი.
მ მოხარშული თევზი მწვანე სალათით, ჭიქა ლიმონიანი წყალი, ჩაი.
ეს არის კვების რამდენიმე შესაძლებელი ვარიანტი. თქვენი საღამოს რაციონი შეგიძლიათ თავად გაამრავალფეროვნოთ. უარი თქვით შემწვარ კერძებზე, რომლებიც მომზადებულია მაიონეზის, ცხიმისა და ცომეულის დამატებით.

