,,სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ
კამის სასარგებლო თვისებებს მისი უნიკალური შემადგენლობა განაპირობებს. მწვანილი დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, მჟავებს, ეთერზეთებს და მინერალურ მარილებს. კამა ზემოქმედებას ახდენს ადამიანის თითქმის ყველა სასიცოცხლო სისტემაზე.
ამ მცენარის რეგულარულად გამოყენებისას სისხლის წარმოქმნის პროცესი აქტიურდება. კამა ცენტრალურ ნერვულ სისტემას ამშვიდებს, სისხლის წნევას აქვეითებს ჰიპერტონიული დაავადების, ქრონიკული კორონარული უკმარისობის დროს გულში ტკივილს აქრობს, მუცელში ჭვალებს ხსნის.
სტენოკარდიის (გულის არეში მწვავე ტკივილის შეგრძნება) დროს გამოიყენება კამის თესლების ნაყენი. 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ კამის თესლებს 300 მლ მდუღარეს ასხამენ, 1 საათი ტოვებენ, წურავენ და 1/2 ჭიქას დღეში 3-ჯერ, ჭამამდე იღებენ.

