ახალგაზრდა დედის, თამუნა კაკაშვილის ცხოვრება დიდი ტკივილითაა სავსე. მისი შვილი, 13 წლის გიო ჯანაშია ავად არის და ხალხის და სახელმწიფოს თანადგომა სჭირდება.
,,გიო 6 დიაგნოზით ცოცხლობს, აქედან კი ურთულესი თავზე მილებია. მას ჰიდროცეფალია აქვს და მარტო შუნტითაა მართვადი მისი სიცოცხლე. იმდენად რთული მისახედია, წარმოუდგენლად ცუდად ვხდები. გიოს სმენის იმპლანტი აქვს, მაგრამ ძველი გადამცემი კარგად არ მუშაობს და 2 თვეა 19 ათასის დაფინანსებას ველი.
ჩემი სახლი 10 წელია, გაიყიდა და თბილისის მერიამ ორხევის მუნიციპალურ სახლში გადაგვიყვანა. მთავრობა შეძლებისდაგვარად მიდგას გვერდით, მაგრამ იმხელა და იმდენი პრობლემაა, რომ უძლური ვხდები. წამლები, პამპერსები, ექიმები… _ ეს ყოველდღიურობა ურთულესია”, – მოგვწერა გიოს დედამ.
გიო ჯანაშიას ანგარიშის ნომერია _ GE02BG0000000168737900.
მიმღები მურად ჯანაშია.

