,,სარკისთვის” მოამზადა ირინე მჭედლიძემ
მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთის ფრჩხილებზე წასმა ფრჩხილის ფირფიტას ატენიანებს, აშრევების საშუალებას არ აძლევს. ეფექტი უკეთესი იქნება, თუ 1 სუფრის კოვზ ასეთ ზეთს 1-2 წვეთ ბერგამოტის ზეთს დაუმატებთ. ნარევი მინის ჭურჭელში შეინახეთ. კვირაში 2-ჯერ მასში ბამბა დაასველეთ და ფრჩხილები და მის ირგვლივ კანი დაამუშავეთ.
თუ ფრჩხილები ძლიერ გამომშრალია დეკორატიული ლაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ბოსტნეულის გასუფთავების გამო, ასეთი პროცედურა მათ კარგად აღადგენს და ამაგრებს.

