ალოეს ნიღბები ნებისმიერი კანისთვის

ალოეს ნიღბები ნებისმიერი კანისთვის,,სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ

ნებისმიერი ტიპის კანის კვებისთვის 1 სუფრის კოვზ ალოეს ბიომასტიმულირებელ წვენს 2 სუფრის კოვზი თბილი თაფლი დაუმატეთ. ნარევი სახეზე 10-15 წუთი დაიდეთ. ასეთი ნიღაბი სახის კარგ ფერს იცავს, ნაოჭების წარმოქმნას აბრკოლებს. თუ კანთან ახლოს განლაგებულია სისხლძარღვები და თაფლზე ალერგია გაქვთ, ამ ნიღბის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ცხიმიანი კანის დროს მოამზადეთ ნიღაბი ერთი კვერცხის ცილისა და 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენისგან. ნარევს შეგიძლიათ ლიმონის რამდენიმე წვეთი დაუმატოთ.

მშრალი, მოშვებული, დანაოჭებული კანისთვის სასარგებლოა ალოეს წვენისა და მკვებავი კრემის ნარევის მატონიზირებელი ნიღაბი. 3 მლ ალოეს წვენს ან მის ექსტრაქტს 10 გრამი მკვებავი კრემი დაუმატეთ, კარგად აურიეთ, სახესა და ყელზე წაისვით. 30 წუთის შემდეგ ნიღაბი ბამბის ტამპონით მოიცილეთ, შემდეგ ჯერ ცხელი, მერე კი რამდენიმე წუთი ცივი წყლის კომპრესი გაიკეთეთ.