რეზო ესაძე გარდაიცვალა _ ,,დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა მთელ ერს”

რეზო ესაძე გარდაიცვალა _ ,,დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა მთელ ერს"რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და მხატვარი რეზო ესაძე გარდაიცვალა. ის 86 წლის იყო,

,,86 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ქართველი რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და მხატვარი რეზო ესაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს და სრულიად საქართველოს! დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა მთელ ერს … მშვიდად განისვენეთ, ბატონო რეზო…”, _ დაწერა სოციალურ ქსელში მსახიობმა ედმონდ აბაშიძე-მინაშვილმა.

რეზო ესაძე 122 ფილმში გადაიღეს, თავად კი 11 ფილმი შექმნა.

მას 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით კინოთეატრ ,,რუსთაველის” წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.