მამა თეიმურაზი: ,,ზოგი მწერს: ,,აბა, ის რომ ეზიარა?” ის რომ ეზიარა, ცუდად მოიქცა, რადგან ღმერთი მადლობას არ ეტყვის”

მამა თეიმურაზი: ,,ზოგი მწერს: ,,აბა, ის რომ ეზიარა?" ის რომ ეზიარა, ცუდად მოიქცა, რადგან ღმერთი მადლობას არ ეტყვის"საბერძნეთში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი, მამა თეიმურაზ კალანდაძე ამბობს, რომ საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა პანდემიის გამო დროებით შეაჩერა წირვების ჩატარება და აკრძალა მრევლთან ურთიერთობა, ანუ აკრძალა აღსარების მიღება და ზიარება, ხოლო ის, ვინც არ დაემორჩილება ამ აკრძალვას, ის მიდის ეპისკოპოსის წინააღმდეგ, რაც დანაშაული და მკაცრად დასჯადი ქმედებაა.

„ბევრმა ნახეთ ალბათ ტელევიზიით ბზობის კვირას ათენის ერთ-ერთ უბანში  კერძოდ კუკაკში მღვდელმა დაარღვია ეპისკოპოსის კურთხევა და ორი ბავშვი აზიარა, რის გამოც მას ეკლესია მკაცრად დასჯის, ხოლო სახელმწიფომ მასზე სისხლის სამართლის საქმეც კი აღძრა.

კუნძულ კერკირაზე მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა წირვის შემდეგ ტაძარში წმიდა სპირიდონის წმიდა ნაწილებით ლიტანიობა შეასრულა, რასაც დაესწრო კერკირის მერი მოადგილეებით და თანამშრომლებით, სულ თხუტმეტამდე ადამიანი. მათ დაარღვიეს მოქმედი კანონი შეკრებების აკრძალვასთან დაკავშირებით და ამის გამო მიტროპოლიტიც დაისჯება და მერს და მის მოადგილეებს შეიძლება თანამდებობების დატოვებაც მოუწიოთ.

ზოგი თქვენგანი მწერს: „აბა, ის რომ ეზიარა?“. ის რომ ეზიარა, ცუდად მოიქცა, რადგან მას ღმერთი მადლობას კი არ ეტყვის, ყოჩაღ რომ ეზიარეო, არამედ საყვედურს _ ეპისკოპოსის კურთხევა რომ არ შეასრულეო.

მესმის, მეგობრებო, მორწმუნე ადამიანი, რომ სააღდგომოდ ვერ ეზიარება, ეს ტრაგედიაა, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია ის იქნება, რომ ჩვენი ამპარტავნობის გამო უამრავი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ ჩავაგდებთ, – ამბობს მამა თეიმურაზი.
პრაიმტაიმი