ტელეწამყვანმა დავით აქუბარდიამ თავის გადაცემა ,,სპექტრში” ერთი ამბავი მოყვა, რომელიც დღეს შეემთხვა:
_დღეს დაბნეული ვიყავი. ,,სახალხო ბანკთან” ვიყავი და ჩემი კოდი დამავიწყდა. ბანკში შევედი და ვუთხარი, გამარკვიეთ-მეთქი. იქ გოგომ მითხრა, პირადობის მოწმობა მომეცით, მერე გარეთ გადით და ფული ბანკომატიდან აიღეთო.
გამოვედი, ისევ გავყევი ფიქრებს, ჩავჯექი მანქანაში და წავედი. ორ წუთში ქალბატონმა ნინო კუტალაძემ დამირეკა, ფულის აღება დაგავიწყდათო. კეთილზე, კეთილზე ადამიანი აღმოჩნდა.
აქედან მინდა, მადლობა ვუთხრა ლია ტრაპაიძეს, პროფესორი ქალია, ინფექციონისტია. ჩემს სიდედრს ჰქონდა სიცხე. ორპირში მოყვა, ჰოდა, სამი დღეა, მირეკავს და გვესაუბრება. ქალბატონო ლია, თუ მისმენთ, ჩემს სიდედრს აღარ აქვს სიცხე. ასეთ ადამიანებზე უნდა იდგეს ქვეყანა. გუბერნატორებს მოვუწოდებ, ადამიანებს ბეტერეებით ნუ ელაპარაკებით. ეს ქვეყანა კეთილი ადამიანებით არის სავსე.

