,,11 წლის გოგონა მეკითხებოდა, მუცელი ხომ არ მეზრდებაო, ის ჯარისკაცებმა გააუპატიურეს” _ რას ყვება ქალი, რომელმაც 18 ბავშვი ქუჩიდან აიყვანა

,,11 წლის გოგონა მეკითხებოდა, მუცელი ხომ არ მეზრდებაო, ის ჯარისკაცებმა გააუპატიურეს" _ რას ყვება ქალი, რომელმაც 18 ბავშვი ქუჩიდან აიყვანა52 წლის ელისაბედ ჯავახიშვილზე ,,პრაიმტაიმი” საოცარ ისტორიას აქვეყნებს, რომელსაც 9 შვილი და 8 შვილიშვილი ჰყავს. თავის მრავალშვილიან ოჯახში კიდევ 18 ბავშვი გაზარდა, რომლებიც ქუჩიდან აიყვანა.

– 33 წლისას 9 შვილი მყავდა. ახლა მეცხრე შვილიშვილს ველოდები. გარდა ამისა, გავზარდე ქუჩაში მცხოვრები 18 ბავშვი და მათგან კიდევ 8 შვილიშვილი მყავს. ყველანი ერთად რომ მოვგროვდებით, ჩემს სახლში ადგილიც არ არის ხოლმე.

ქუჩაში მცხოვრები ბავშვები მონასტრის დედებს მოჰყავდათ ხოლმე ჩემთან. ზოგი 3 წელი ცხოვრობდა ჩემთან, ზოგი 8 წელი. დედას მეძახდნენ.

მამა გიორგი, რომელიც დღეს თბილისის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობს, ჩემი გაზრდილია და დედას მეძახდა. ისიც ქუჩაში ცხოვრობდა. ახლა ის ჩემი შვილიშვილის ნათლიაა და ჩემს შვილებთან მეგობრობს. 9 წლის იყო, როცა ჩემთან მოიყვანეს.

მყავდა აყვანილი 11 წლის გოგონა, რომელიც დედამ არყის საყიდლად გაგზავნა და ქუჩაში 9 ჯარისკაცმა გააუპატიურა. ბავშვს რომ ვაბანავებდი, მეკითხებოდა ხოლმე:,,ელისაბედ დეიდა, მუცელი მეზრდება?”. რატომ მეკითხები-მეთქი,  ვკითხე და მერე მომიყვა ამ ამბავს. მთელი ღამე ვიჯექი და ვტიროდი, ჩემი ქმარი კი მამშვიდებდა, _ მოუყვა მრავალშვილიანი დედა ..პრაიმტაიმს”.