ამირან გამყრელიძე: ,,რეალური საშიშროება არსებობს, რომ უმართავი პროცესები დაიწყოს, როგორც ეს მოხდა იტალიასა და სხვა ქვეყნებში”

ამირან გამყრელიძე: ,,რეალური საშიშროება არსებობს, რომ უმართავი პროცესები დაიწყოს, როგორც ეს მოხდა იტალიასა და სხვა ქვეყნებში"და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე უკმაყოფილოა იმით, რომ მოსახლეობა მოეშვა და ქუჩებში ისევ დადიან. ,,პირველი არხის” ეთერიდან მან საზოგადოებას მიმართა:

-ეს ოთხი კვი­რა ემ­თხვე­ვა ყვე­ლა­ზე დიდ დღე­სას­წა­ულს ქვე­ყა­ნა­ში. იცით, რა­ზეც ვსა­უბ­რობ. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მე ახლა ამის თქმა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მი­ჭირს, მაგ­რამ იმის­თვის, რომ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა, უნდა და­ვე­მორ­ჩი­ლოთ მო­წო­დე­ბებს და უნდა მივ­ყვეთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

მო­მა­ვა­ლი ოთხი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი საფრ­თხეა ქვე­ყა­ნა­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­დე­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბის. მე ვუ­ყუ­რებ, რომ მო­ეშ­ვა ცოტა მო­სახ­ლე­ო­ბა, დაბ­რძან­დე­ბი­ან ქუ­ჩებ­ში. ისევ არის ქუ­ჩებ­ში სი­ა­რუ­ლი – იქ­ნე­ბა ეს მან­ქა­ნით, თუ ფე­ხით. ისევ არის თავ­შეყ­რა…

ვართ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­დე­მი­ის ზღვარ­ზე, შე­იძ­ლე­ბა ეს უმარ­თავ პრო­ცე­სებ­ში გა­და­ვი­დეს, რო­გორც ეს მოხ­და იტა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­სა და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში.
ამის რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არის. ამი­ტომ ვთხოვ ყვე­ლას, და­ვიც­ვათ ის რე­ჟი­მი, რა­საც სა­ხელ­მწი­ფო და ჯან­დაც­ვის სფე­რო გვე­უბ­ნე­ბა. უნდა გა­ვი­ჭირ­ვოთ, მი­ნი­მუმ, ორი თვე მა­ინც უნდა ვი­ყოთ სახ­ლებ­ში.