სააკაშვილი: ,,გუდაურში და ბაკურიანში წყალს 1 საათში მივიყვანდი”

სააკაშვილი: ,,გუდაურში და ბაკურიანში წყალს 1 საათში მივიყვანდი”გუდაურსა და ბაკურიანში წყალი არ არის, დამსვენებლები წყალს მაღაზიებში ყიდულობენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამ ფაქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

-გუ­და­ურ­ში 5 დღეა წყა­ლი არ არის და ესე­ნი მცხე­თა­ში ქე­ი­ფო­ბენ. ამ დროს მე დავ­ყრი­დი ყვე­ლა­ფერს, გა­ვიქ­ცე­ო­დი, წა­ვიყ­ვან­დი იქ მთელ მთავ­რო­ბას და გა­ვა­კე­თე­ბი­ნებ­დი ყვე­ლა­ფერს ზუს­ტად 1 სა­ათ­ში. არა­და ახლა იკარ­გე­ბა არამ­ხო­ლოდ შე­მო­სავ­ლე­ბი, არა­მედ იკარ­გე­ბა პერ­სპექ­ტი­ვე­ბი ჩვე­ნი კუ­რორ­ტე­ბის­თვის.

ბა­კუ­რი­ან­ში წყა­ლი თით­ქმის არა­ვის აქვს, გარ­და გამ­გებ­ლის პი­რა­დი სას­ტუმ­რო­სი, გა­ჩერ­და ის პრო­ექ­ტე­ბი, რო­მ­ლებიც მე და­ვი­წყე. სვა­ნეთ­ში მე ავა­შე­ნე კურ­შა­ვე­ლის სი­დი­დის სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ზე დიდი სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი და ყვე­ლა­ზე დიდი ევ­რო­პა­ში. უზარ­მარ­ზა­რი რეკ­ლა­მა გა­ვა­კე­თეთ, სა­ბა­გი­რო­ე­ბიც ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ, გა­ა­ჩე­რეს, გზე­ბიც გა­ა­ჩე­რეს, ყვე­ლა­ფე­რი, კო­რუფ­ცი­ის გამო, ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი ბოღ­მის გამო…

სა­დაც არის მთის კუ­რორ­ტი, იქ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ხალ­ხი იყოს ღა­რი­ბი – არც სვა­ნეთ­ში, არც მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში, სა­დაც ასე­ვე გა­ჩერ­და გან­ვი­თა­რე­ბა, არც გუ­და­ურ­ში, არც ბა­კუ­რი­ან­ში. ყველ­გან, სა­დაც არის სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბი, ხალ­ხს აქვს მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი და ხალ­ხი მდიდ­რდე­ბა.

ჩემი გათ­ვლე­ბით, 2019 წლის­თვის, 2012-თან შე­და­რე­ბით 8-ჯერ უნდა გაზ­რდი­ლი­ყო სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე ჩა­მომ­სვლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. აქ ძა­ლი­ან ცოტა ზრდა არის და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პი­რა­დად ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ივა­ნიშ­ვილს, რო­მელ­საც პი­რა­დი ბოღ­მის და სი­ხარ­ბის გამო უნდა, ფასი და­უგ­დოს ამ კუ­რორ­ტებს და მერე ყვე­ლა ჩა­ი­დოს ჯი­ბე­ში.

სას­წრა­ფოდ არის ყვე­ლა­ფე­რი შე­საც­ვლე­ლი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არის მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ვკარ­გავთ შე­მო­სავ­ლებს და პერ­სპექ­ტი­ვას, – გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.