თაკო ნაცვლიშვილი იტალიური ბრენდის „კალცედონიას“ რეკლამაში ჯულია რობერტსთან ერთად გამოჩნდა.
ვიდეორგოლი ქალის თეთრეულის ბრენდის „ინსტაგრამზე“ უკვე გამოჩნდა.
ჯულიასთან თანამშრომლობაზე თაკო ნაცვლიშვილმა ცოტა ხნის წინ The Movement TV-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
“მირეკავენ, რომ დამტკიცებული ხარ “კალცედონიის” რეკლამაზე ჯულია რობერტსთან ერთად, გადაღება – ვერონაში. არ მჯეროდა, ლეგენდაა ჩემთვის ეს ადამიანი. გადაღებაზე შემოვიდა დაცვით. ყველგან დაცვით დადიოდა, საპირფარეშოშიც დაცვა აცილებდა.
სარეკლამო რგოლში კონსულტანტის როლი მაქვს და გააცნეს ჩემი თავი, ეს არის შენი კონსულტანტიო. მოვიდა, ხელი ჩამომართვა. გამომკითხა საიდან ვარ, რას ვსაქმიანობ. სხვათა შორის, იცოდა საქართველოს შესახებ, რაც ძალიან გამიკვირდა“ – ამბობს მოდელი.
თაკო ნაცვლიშვილი ახლა მოდის მენეჯმენტს სწავლობს მილანში, პარალელურად კი მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს.
“მინდა, რომელიმე ცნობილი ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდოს ჩემი ფოტო, როგორიც არის Vogue, Harper’s Bazaar… მივდივარ მაგ მიზნისკენ ნელ-ნელა და იმედია, დადგება ეს დღეც, რომ ქუჩაში გავივლი და დავინახავ „ვოგის“ ყდაზე ჩემს თავს” – ამბობს The Movement TV-სთან ნაცვლიშვილი.
