როგორ გამოიყურება მონიკა ბელუჩი – ,,არ მინდა, ისევ 20 წლის ვიყო”

როგორ გამოიყურება მონიკა ბელუჩი - ,,არ მინდა, ისევ 20 წლის ვიყო''

55 წლის მსახიობი მონიკა ბელუჩი პაპარაცებმა რომში გადაიღეს. 

ფოტომ, სადაც ულამაზეს მსახიობს წლები ეტყობა, სოციალური ქსელებში უამრავი ადამიანი აალაპარაკა.

მონიკა ბელუჩის საკმაოდ საინტერესო ცხოვრება აქვს, ისევ ყურადღების ცენტრშია.

გთავაზობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუეიდან.

,,ვგიჟდები ჭკვიან ქალებზე. მგონია, რომ კაცებზე ბევრად საინტერესოები არიან”.

,,როდესაც მოდელი ვიყავი, არასდროს მიგრძვნია, რომ როგორც საგანს, ისე მომქცეოდნენ”.

,,ადვოკატები შესანიშნავი მსახიობები არიან (ბელუჩი პერუჯას უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა). უბრალოდ, წარმოიდგინეთ: ყოველდღე უწევთ თამაში. როგორც ჩანს, არც ისე დიდი განსხვავებაა სასამართლო დარბაზსა და გადასაღებ მოედანს შორის”.

,,რიჩარდ ბერტონი ამბობდა: ,,მსახიობი ქალი – ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ქალი. ხოლო მსახიობი მამაკაცი – ბევრად ნაკლები, ვიდრე მამაკაცი.”

როგორ გამოიყურება მონიკა ბელუჩი - ,,არ მინდა, ისევ 20 წლის ვიყო'',,ფილმში ,,გარდაუვალი” ისე დავთანხმდი მონაწილეობას, რომ სცენარი არც წამიკითხავს. ფაქტობრივად, ის არც არსებობდა. როდესაც გაუპატიურების სცენას ვიღებდით, ვინსენმა (ვინსენ კასელი, მონიკა ბელუჩის ქმარი) მკითხა: ,,გინდა, მეც ვიყო გადასაღებ მოედანზე?”. ვუპასუხე, რომ არ მინდოდა და ვინსენი სამხრეთ საფრანგეთში, სერფინგზე სასრიალოდ წავიდა.

მთელი დღე მარტო ვიყავი, ვემზადებოდი გადაღებისთვის და რეპეტიციას გავდიოდი. ცოტა გაურკვევლობაში ვიყავი, არ ვიცოდი, რა მოხდებოდა გადასაღებ მოედანზე. მსგავსი ეპიზოდები მახსენდებოდა ფილმებიდან: ,,მექანიკური ფორთოხალი”, ,,ოცნების რექვიემი”, მახსენდებოდა პაზოლინიც. ასეთ სცენებში მონაწილეობა ცოტა რთული გადასახარშია, მაგრამ იმასაც ხვდები, რომ რაღაც კუთხით საჭიროცაა.

ეს ემოცია ადამიანში ღრმად აღწევს და ჩვენ ვხედავთ და შევიგრძნობთ იმ მონსტრებს, რომლებიც ჩვენში ცხოვრობენ. კანში პრემიერის დროს ვინსენი ტიროდა იმ სცენაზე, როცა გვირაბიდან  დასისხლიანებული გამოვდივარ, მე კი ვამშვიდებდი: ,,კარგი, რა გატირებს, ეს ხომ უბრალოდ კინოა?!”.

,,ეს სამოსის გამოფენა კანის კინოფესტივალზე ძალიან მოსაწყენია”.

,,მხოლოდ მაშინ ვიწყენ, როცა ნამდვილად რამე სევდიანი ხდება. ისე კი, დიდად მელანქოლიური არ ვარ”.

,,ამას წინათ ჩემმა გოგონამ მითხრა: ,,დედა, მინდა, ისეთი ვიყო, როგორიც შენ ხარ. არ მინდა მუშაობა. მინდა, ვიყო უბრალოდ დედა და როცა გავიზრდები, ჩემი სამუშაო მხოლოდ ჩემი შვილი იყოს.” რა კარგია! მას ჰგონია, რომ არ ვმუშაობ”.

,,ვაღიარებ, საკმაოდ არაპროგნოზირებადი ვარ. როდესაც ორსულად ვიყავი, სამი საავადმყოფო შევარჩიე, რადგან უკანასკნელ წუთამდე არ ვიცოდი, სად მომინდებოდა მშობიარობა: ლონდონში, რომსა თუ პარიზში”.

,,ისე ხშირად ვმოგზაურობთ, რომ ჩემმა უფროსმა შვილმა ოთხი ენა იცის: იტალიური, ფრანგული, ინგლისური და პორტუგალიური”.

,,მიყვარს საიდუმლოებები. მათი შენახვა, კი, როგორც წესი, მხოლოდ დიდ ადამიანებს შეუძლიათ”.

,,ნამდვილად არ მინდა, ახლა ისევ ოცი წლის ვიყო”.