ირაკლი საღინაძე: “თენგომ, ლუნამ და მერაბ დარჩიამ თვითმკვლელობა ჩაიდინეს” – ვინ დატოვა ჩცდ

ირაკლი საღინაძე: "თენგომ, ლუნამ და მერაბ დარჩიამ თვითმკვლელობა ჩაიდინეს" - ვინ დატოვა ჩცდპირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან მა­უ­წყებ­ლო­ბას იწყებს ახა­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლა”. რო­გორც მისი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ეთერ­ში ჯერ შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ცია – სე­რი­ა­ლე­ბი, ფილ­მე­ბი გავა. 5 ოქ­ტომ­ბერს არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რი და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას, შვიდ­ში – დი­ლის გა­და­ცე­მა.

25 ოქ­ტომ­ბერს კი “ფორ­მუ­ლას” ეთერ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი “ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის” მე-16 სე­ზო­ნი და­ი­წყე­ბა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ელო­დე­ბა მა­ყუ­რე­ბე­ლი.

“ჩცდ”-ს სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს “ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრო­დი­უ­სე­რი ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე ესა­უბ­რე­ბა:

– დიდი იმე­დი გვაქვს, რომ თუ გან­სა­კუთ­რე­ბულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს და პრობ­ლე­მებს არ შევხვდე­ბით, “ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი” ეთერ­ში 25 ოქ­ტომ­ბერს, გეგ­მის მი­ხედ­ვით ეთერ­ში უნდა გა­ვი­დეს… მა­ყუ­რე­ბე­ლი სე­რი­ალს კვლავ პა­რას­კევს, შა­ბათ­სა და კვი­რას იხი­ლავს.

გან­სხვა­ვე­ბით “რუს­თა­ვი 2”-ის ეთე­რის­გან, სა­დაც პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტენ­ტი იყო, რის გა­მოც ხში­რად ჩვე­ნი სა­ე­თე­რო დრო მო­ნაც­ვლე­ობ­და და მიბ­მუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ზე, “ფორ­მუ­ლა­ზე” პროგ­რა­მი­რე­ბა მკაც­რად იქ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუყლი – რა სა­ა­თიც იქ­ნე­ბა სე­რი­ალ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი, იმ სა­ათ­ზე გავა, დრო აღარ გა­და­ი­ნაც­ვლებს.

– მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბე­ლი იმ­დე­ნად ელო­და სე­რი­ალს, რომ ეთერ­ში მისი დაგ­ვი­ა­ნე­ბით გას­ვლა­საც “იტან­და”…

– კი, მაგ­რამ ბევრში ეს აგ­რე­სი­ა­საც იწ­ვევ­და და არა­ერ­თი უსი­ა­მოვ­ნო შე­ფა­სე­ბაც მოგ­ვის­მე­ნია ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით, რომ და­ნა­პი­რებ სი­ტყვას ვტეხ­დით და იმ დროს ვერ გა­დი­ო­და, რა დრო­საც ვა­ა­ნონ­სებ­დით, რაც, რა თქმა უნდა, ცუ­დია. ახლა მგო­ნია, რო­გორც ვამ­ბობ, ჩვე­ნი მე­დი­ა­პო­ლი­ტი­კა ამ მხრივ პრინ­ცი­პუ­ლი იქ­ნე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ყუ­რებ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

– სი­ახ­ლე­ე­ბი ყო­ველ­თვის გაქვთ, ამ სე­ზონ­ზე რა სი­ახ­ლეს უნდა ელო­დოს მა­ყუ­რე­ბე­ლი?

– სი­ახ­ლე­ე­ბი იქ­ნე­ბა რო­გორც ტექ­ნი­კურ ნა­წილ­ში, ისე – ში­ნა­არ­სობ­რივ­ში. და­ე­მა­ტე­ბა ორი ახა­ლი ხაზი, შე­იძ­ლე­ბა მე­ტიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­ღაც ძველ ხა­ზებ­საც გა­ვიხ­სე­ნებთ, მე­ტად ამოვ­წევთ, რო­მე­ლიც ბოლო დროს მი­ვი­წყე­ბუ­ლი იყო… ამ­ჟა­მად, ახა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის კას­ტინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ ახა­ლი ხა­ზე­ბის­თვის, სა­მუ­შაო პრო­ცე­სია. შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლოს…

თი­თო­ე­უ­ლი ახა­ლი სე­ზო­ნი მო­თხოვ­ნის თა­მა­სას მუდ­მი­ვად სწევ­და, შე­სა­ბა­მი­სად ამას ამ­ჯე­რა­დაც და ადეკ­ვა­ტუ­რად უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ. უკე­თე­სე­ბი უნდა გავ­ხდეთ, რომ მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი ისევ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ…

– სე­რი­ა­ლის სრუ­ლი­ად ახალ არხზე გას­ვლა, ხელს ხომ არ შე­უშ­ლის მის პო­პუ­ლა­რო­ბას? ეს ცვლი­ლე­ბა ხომ არ იმოქ­მე­დებს?

– ის, რაც არ­ხის ყვე­ლა­ზე ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლია, სწო­რედ სე­რი­ა­ლია. “ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივ­მა” რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნა, ეს სე­რი­ა­ლია. ამი­ტომ, ახა­ლი არ­ხის­თვის სწო­რედ “ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბია” ფუნ­და­მენ­ტუ­რი და­საყ­რდე­ნი პრო­ექ­ტი.

ამი­ტომ “ფორ­მუ­ლას” მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი, ზუს­ტად იმა­ვე მიდ­გო­მით უნდა და­ვიმ­სა­ხუ­როთ, რო­გორც „ჩცდ“-ს შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და. ეს სე­რი­ა­ლი ხა­რის­ხი­ა­ნი, უკომ­პრო­მი­სო, სათ­ქმე­ლის პირ­და­პირ მთქმე­ლი, სარ­კე­ში ჩამ­ხე­და­ვი პრო­ქ­ტია და ეს ფი­ლო­სო­ფი­უ­რი კონ­სტრუქ­ცია ექ­ნე­ბა არხსაც – ჩვე­ნი მე­სი­ჯი ზუს­ტად ეს იქ­ნე­ბა, რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბით, ისე სხვა პრო­ექ­ტე­ბის კუ­თხით.

– სე­რი­ალს სხვა­დას­ხვა ცნო­ბი­ლი ხაზი აქვს, რომ­ლე­ბიც მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან უყ­ვარს: მეგ­რე­ლე­ბის, კას­პე­ლე­ბის, ვა­კე­ლე­ბის “კლა­ნე­ბი”… მე-16 სე­ზონ­ზე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი?

– მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ჩვენს სე­რი­ალ­ში მუდ­მი­ვად არის. ეს პრო­დუქ­ტი ხომ რა­ღაც­ნა­ი­რად მი­ნი­მო­დე­ლია იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ. შე­სა­ბა­მი­სად არა­ფე­რი და­აკ­ლდე­ბა, თუ რამე არ მო­ე­მა­ტე­ბა…

ვი­ღა­ცე­ბი ჩვენ­გან წა­ვიდ­ნენ და ის მსა­ხი­ო­ბე­ბი “რუს­თა­ვი 2”-ის “კო­მე­დი შო­უ­ში” უკვე გა­მოჩ­ნდნენ კი­დეც. მე პრინ­ცი­პუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, რომ პერ­სო­ნა­ჟე­ბი იქაც და აქაც იყ­ვნენ დუბ­ლი­რე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც ეს სხვა­დას­ხვა რამ არის. მათ პერ­სო­ნა­ჟე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უნ­დო­დათ, მაგ­რამ ჩემი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია იყო, რომ არ­ჩე­ვა­ნი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და მათ დაგვტო­ვეს.

ასე­თია არა მხო­ლოდ ჩემი, პრო­ექ­ტის შემ­ქმნე­ლე­ბის პო­ზი­ცი­აც, რომ სე­რი­ა­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბის დუბ­ლი­რე­ბა სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში, პერ­სო­ნაჟს აზი­ა­ნებს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სამ­ყა­როს ნა­წი­ლია, ჩვენ­თან შექ­მნი­ლი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი…

– ალ­ბათ აქ მა­სობ­რივ პრო­ექ­ტებ­ზეა ლა­პა­რა­კი, თო­რემ თქვე­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ობს…

– კი, მა­სობ­რივ პრო­ექ­ტებ­ზეა ლა­პა­რა­კი, რად­გა­ნაც თე­ატ­რში ამ პერ­სო­ნა­ჟე­ბის დუბ­ლი­რე­ბა არ ხდე­ბა. სი­ტყვა­ზე, გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა თე­ატ­რში მეფე ლირი რომ ითა­მა­შოს, ეს ჩვენს ზა­ზას არ და­ა­ზი­ა­ნებს, მაგ­რამ ისე­თი მკვეთ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან – თენ­გოი, ლუნა, ეს ცხა­დია, სა­ზი­ა­ნოა.

შო­თი­კო ნო­ზა­ძემ (თენ­გოი), ქეთი ხუ­ციშ­ვილ­მა (ლუნა), მე­რაბ დარ­ჩი­ამ (ზურა ნი­ჟა­რა­ძე) ჩემი აზ­რით, რო­გორც მსა­ხი­ო­ბებ­მა თვით­მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნეს, მაგ­რამ მათი გა­და­სა­წყვე­ტია, თა­ვის საქ­მის თვი­თონ იცი­ან, წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას!

– ცუ­დია, რომ “ჩცდ”-მ ეს მკვეთ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და­კარ­გა…

_ კი, მაგ­რამ თუ კარ­გად და­ვაკ­ვირ­დე­ბით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რე­ი­ტინ­გის პიკ­ში მყო­ფი პერ­სო­ნა­ჟე­ბი სე­რი­ა­ლი­დან ამოგ­ვი­ღია, მაგ­რამ პრო­დუქტს არა­ფე­რი და­უ­კარ­გავს… “ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი” უფრო დიდი მოვ­ლე­ნაა, ვიდ­რე მისი რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნა­ჟი.

– ჭო­რის სა­ხით გა­ვი­გეთ, რომ თით­ქოს მსა­ხი­ო­ბი ანი ტყე­ბუ­ჩა­ვაც ტო­ვებს სე­რი­ალს. რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სიმ­არ­თლეს?

– ანი ტყე­ბუ­ჩა­ვა (ნინა) და ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი (დათო), ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან. ჩვე­ნი სე­რი­ა­ლის და­საყ­რდე­ნი ღერ­ძი. ასე რომ, არც ერთი არ­სად არ მი­დის…

მოკ­ლედ, რო­გორც ვთქვი, ამ­ჟა­მად ახალ მსა­ხი­ო­ბებს ვე­ძებთ, კას­ტინ­გე­ბის ეტა­პია, ჯერ­ჯე­რო­ბით რა­ღა­ცე­ბი მკვა­ხეა და მწიფ­დე­ბა, ტექ­ნი­კუ­რი სამ­ზა­დი­სი გვაქვს. სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი 7 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყე­ბა.

ამბები