თათა ვარდანაშვილი: “2 წელი ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. ახლა მცხე­თა­ში ვცხოვ­რობ”

თათა ვარდანაშვილი: "2 წელი ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. ახლა მცხე­თა­ში ვცხოვ­რობ"2000-იან წლებ­ში ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის თათა ვარ­და­ნაშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნამ ქარ­თულ მო­დის სამ­ყა­რო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვა­ლი და­ტო­ვა. ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც შეძ­ლო, რომ სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით შე­კე­რი­ლი ფეხ­საც­მე­ლე­ბის წარ­მო­ე­ბით გა­ეთ­ქვა სა­ხე­ლი.

2009 წელს მან კომ­პა­ნია “დე­მეტ­რე 96” და­ა­ფუძვნა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სა­ხე­ლო­ბო საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა და კერ­ძო ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­სნა – ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მლის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და კონ­სტრუ­ი­რე­ბა-მო­დე­ლი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით. თუმ­ცა მისი ბიზ­ნეს­საქ­მა­ნო­ბა მა­ლე­ვე საფრ­თხის ქვეშ დად­გა.

რო­გორც დი­ზა­ი­ნე­რი გან­მარ­ტავს, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს სა­წარ­მოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­სარ­გებ­ლოდ დათმო­ბა მო­უ­წია, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში კი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბაც და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. რა გეგ­მე­ბი აქვს დი­ზა­ი­ნერს და რა სი­ახ­ლე­ე­ბია მის ცხოვ­რე­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ თათა AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა.

– რა ბედი ეწია პრო­ფე­სი­ულ სა­სა­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც თქვენ და­ა­ფუძ­ნეთ?

– სამ­წუ­ხა­როდ, ამ წუ­თებ­ში ჩემი ძვე­ლი სას­წავ­ლებ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ვერ ვა­ხერ­ხებ, რად­გან ჯერ კი­დევ სა­სა­მარ­თლო მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­დე­საც პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლო ცენ­ტრი სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­ვე­ცით, პი­რო­ბა იყო და­დე­ბუ­ლი, რომ სას­წავ­ლე­ბე­ლი მე დამ­რჩე­ბო­და სა­კუთ­რე­ბა­ში და წარ­მო­ე­ბა იქ­ნე­ბო­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში, ეს იყო წინა ხე­ლისფლე­ბის დროს. დღემ­დე სა­სა­მარ­თლო იწე­ლე­ბა… არც პრო­ცე­სე­ბი ტარ­დე­ბა. ახლა ახა­ლი სარ­ჩე­ლი გვაქვს შე­ტა­ნი­ლი, 30 სქე­ტემ­ბერს პირ­ველ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ვე­ლო­დე­ბით.

– რა მო­თხოვ­ნით მი­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლოს?

– კომ­პა­ნია “დე­მეტ­რე 96” სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას ვერ ახორ­ცი­ე­ლებს, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ვალი და­უგ­როვ­და, რო­მე­ლიც 2 მი­ლი­ონ ლარს აღე­მა­ტე­ბა, ან­გა­რი­შებს ინ­კა­სო ადევს… ზუს­ტად კომ­პა­ნი­ის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­სა­მარ­თლოს ახა­ლი სარ­ჩე­ლით მივ­მარ­თე. მო­ვი­თხოვ, რომ დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღ­მად­გი­ნონ.

– რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ?

– ძა­ლი­ან მინ­და ვთხო­ვო მათ, ვი­საც ჯე­რო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია, რომ შემ­ხვდნენ და და­მე­ლა­პა­რა­კონ, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ისევ და ისევ სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის… იმი­სათ­ვის, რომ ქარ­თუ­ლი ჯარი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმო­სე­ბო­დეს და ჩემს სას­წავ­ლე­ბელ­ში ახალ­გაზ­რდე­ბი ეუფ­ლე­ბოდ­ნენ პრო­ფე­სი­ას, რო­მე­ლიც მათ წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­კენ გა­უხ­ნის გზას. ჩვე­ნი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მი­მობ­ნე­უ­ლე­ბი არი­ან მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მათ “აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს” ფარ­გლებ­ში სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი გახ­სნეს და ახლა სხვებ­საც ას­წავ­ლი­ან პრო­ფე­სი­ას.

– ახლა რას საქ­მი­ა­ნობთ? რამე სი­ახ­ლე ხომ არ გაქვთ პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით?

– 2015 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 2017 წლამ­დე ძა­ლი­ან ცუ­დად, ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლოდ ვი­ყა­ვი. ახლა მცხე­თა­ში ვცხოვ­რობ, აქ მცი­რე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გვაქვს, სულ სამი ნომ­რით. ამ ეტაპ­ზე ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა ძი­რი­თა­დად ამით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, თუმ­ცა სიხ­ლე­ე­ბიც მაქვს. და­ვა­ფუძ­ნეთ მო­დის სკო­ლა – Vogue school.ge, სა­დაც 10 წელს ზე­მოთ ასა­კის ბავ­შვებს ვას­წავ­ლით მო­დე­ლი­რე­ბას, კონ­სტრუ­ი­რე­ბას, ასე­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის იმ დარ­გებს, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს ჭრა-კერ­ვას ად­ვი­ლად შე­ათ­ვი­სე­ბი­ნებს და მათ ამ პრო­ფე­სი­ას შე­აყ­ვა­რებს. უკვე და­ვა­ა­ნონ­სეთ, რომ 30 სექ­ტემ­ბერს სკო­ლის გახ­სნას ვგეგ­მავთ.

– არა­ერ­თხელ გით­ქვამთ სა­ჯა­როდ, რომ თქვენ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი დე­მეტ­რეს ირ­გვლივ ერ­თი­ან­დე­ბა, ცხოვ­რე­ბის რა ეტაპ­ზეა ახლა ის?

– ახ­ლა­ხან და­ო­ჯახ­და, ორი კვი­რის წინ ჯვრის­წე­რა ჰქონ­და. ჩემი რძა­ლი მა­რი­ამ ნაც­ვლიშ­ვი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. თვი­თონ დე­მეტ­რემ “შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი” წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ამ­თავ­რა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხით. ახლა მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე “ჯი­პა­ში” გა­მო­ყე­ნე­ბით ფსი­ქო­ლო­გი­ას ეუფ­ლე­ბა, ასე­ვე მუ­შა­ობს წმინ­და გი­ორ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­მე­ლიც ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში არ­სე­ბუ­ლი წმინ­და გი­ორ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ანა­ლო­გია სა­ქარ­თვე­ლო­ში. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ დე­მეტ­რე ასე­თია.

თათა ვარ­და­ნაშ­ვი­ლის სამ­კერ­ვა­ლო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. დი­ზა­ი­ნე­რის სამ­კერ­ვა­ლო­ში ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი უნი­ფორ­მე­ბი, ჯავ­შან­ჟი­ლე­ტე­ბი და ზურგჩან­თე­ბი იკე­რე­ბო­და.

ამბები

დატოვეთ თქვენი კომენტარი