თამარ ბაღაშვილის ქალიშვილი ნინი კუპრაძე რუსთავი 2-ში დარჩა

თამარ ბაღაშვილის ქალიშვილი ნინი კუპრაძე რუსთავი 2-ში დარჩა“რუს­თა­ვი 2”-ის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი ამ დრომ­დე არ ცხრე­ბა. ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მოს­ვლის შემ­დეგ არხი არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა სა­ხემ და­ტო­ვა და ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან, ნიკა გვა­რა­მი­ას­თან ერ­თად სა­მუ­შა­ოდ “მთა­ვარ არხზე” გა­და­ვი­და.

მათ შო­რის იყო “რუს­თა­ვი 2”-ის ერთ-ერთი სახე თა­მარ ბა­ღაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ახლა “მთა­ვარ არხზე” სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ჟურ­ნა­ლის­ტი და წამ­ყვა­ნია.

“რუს­თა­ვი 2”-ზე მუ­შა­ობ­და ბა­ღაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნინი კუპ­რა­ძეც. იგი დი­ლის და გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლია.

ნი­ნიმ ცნო­ბი­ლი დე­დის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში დარ­ჩე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. AMBEBI.GE თა­მარ ბა­ღაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

– ნინი, რა­ტომ დარ­ჩით “რუს­თა­ვი 2”-ზე?

– “მთა­ვარ არხს” უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს, მათ­თან სა­მუ­შა­ოდ ამი­ტომ არ წა­ვე­დი. მთე­ლი ბავ­შვო­ბა “რუს­თა­ვი 2”-ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი.

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს არხი, მე არ ვყო­ფილ­ვარ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბის სახე, “პრო­დაქ­შენ­ში” ვმუ­შა­ობ და ამი­ტო­მაც დავ­რჩი აქ. აქვე ვი­ტყვი იმა­საც, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვე­ლა, ვინც “მთა­ვარ არხზე” წა­ვი­და და ისი­ნიც, ვინც აქ დარ­ჩა.

– დედა რო­გორ შეხ­ვდა თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

– რა თქმა უნდა, მისი მხრი­დან არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ ყო­ფი­ლა.

– რა პო­ზი­ცი­ა­ზე გა­აგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას?

– მე ვიქ­ნე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტი დი­ლის გა­და­ცე­მა­ში, ასე­ვე ვრჩე­ბი პრო­დაქ­შენ­ში.

ამბები

დატოვეთ თქვენი კომენტარი