ზაზა მარჯანიშვილი მამუკა ღაღანიძეზე: ,,გავიგეთ, ხალი მოიწვაო… თავის გასაჭირს ბოლო წუთამდე მალავდა”

ზაზა მარჯანიშვილი მამუკა ღაღანიძეზე: ,,გავიგეთ, ხალი მოიწვაო... თავის გასაჭირს ბოლო წუთამდე მალავდა"კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი ახლახან გარდაცვლილ მეგობარს, ,,შინ”-ის წევრ მამუკა ღაღანიძეს ამბები.ჯი-სთან იხსენებს:

-არ მახ­სოვს, რო­დის გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი, ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით… ბავ­შვო­ბი­დან რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და – მე­სა­მე კლას­ში იყო, დედა რომ გარ­და­ეც­ვა­ლა… მე და დედა მას­თან რომ მივ­დი­ო­დით ხოლ­მე, რამ­დენ­ჯერ მი­ნა­ხავს, თა­ვის უმ­ცროს დას რო­გორ უკე­თებ­და წვნი­ან კერ­ძებს…

ბავ­შვო­ბი­დან­ვე იცო­და, რას ნიშ­ნავ­და ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი… ისე­თი დახ­ვე­წი­ლი და რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, რო­გო­რიც მა­მუ­კა იყო, ძნე­ლია მო­ი­ძებ­ნოს. ერთ ზედ­მეტ სი­ტყვას არ იტყო­და, საქ­მეს ჩუ­მად და ხა­რის­ხი­ა­ნად აკე­თებ­და.

პა­ტა­რე­ბი რომ ვი­ყა­ვით, დე­და­ჩე­მის­თვის რამ­დენ­ჯერ მით­ქვამს: მა­მუ­კა ჩემ­თან რომ არის, მუ­სი­კას მა­წე­რი­ნებს-მეთ­ქი… ერ­თმა­ნეთ­თან სა­ო­ცა­რი სუ­ლი­ე­რი სით­ბო და კავ­ში­რი გვქონ­და, ძმე­ბი­ვით ვი­ყა­ვით…

მას­ზე ყურ­მოკ­ვრით გა­ვი­გე: ხალი მო­იწ­ვაო, ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ აწუ­ხებ­და-მეთ­ქი… მოკ­ლედ, იმის თქმა მინ­და, რომ თა­ვის გა­სა­ჭირს ბოლო წუ­თამ­დე მა­ლავ­და იმი­ტომ, რომ ერ­თა­დერთ დას, რო­მელ­ზეც მზე და მთვა­რე ამოს­დი­ო­და, არ გა­ენ­დო და არ ანერ­ვი­უ­ლა… ამი­ტომ არც ჩვენ, ვინც მის დას ვიც­ნობთ, არა­ვის გვიმ­ხელ­და. რო­დე­საც უკვე ძა­ლი­ან ცუ­დად იყო და ლა­პა­რა­კის უნა­რი და­კარ­გა, მა­შინ გა­ვი­გეთ ყვე­ლა­ფე­რი… მისი ცუ­დად ყოფ­ნის ამ­ბა­ვი 10 დღის წინ გა­ვი­გე…