რა ხდება ჩორჩანაში ოკუპანტების ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ – ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის პოს­ტის გა­უქ­მე­ბა არც კი გა­ნი­ხი­ლე­ბა

რა ხდება ჩორჩანაში ოკუპანტების ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ - ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის პოს­ტის გა­უქ­მე­ბა არც კი გა­ნი­ხი­ლე­ბადღეს გამ­თე­ნი­ი­სას ამო­ი­წუ­რა ულ­ტი­მა­ტუ­მის ვადა, რო­მე­ლიც ცხინ­ვა­ლის დე ფაქ­ტო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქარ­თულ მხა­რეს წა­მო­უ­ყე­ნეს. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია სო­ფელ წნე­ლის­თან ქარ­თუ­ლი პოს­ტის დი­ლის ექვს სა­ა­თამ­დე გა­უქ­მე­ბა­ზე.

ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, გამ­ყოფ ხაზ­თან მდე­ბა­რე სო­ფელ ჩორ­ჩა­ნას­თან ამ­ჟა­მად სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლაშა დარ­სა­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ირაკ­ლი ან­თა­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის უფ­რო­სი კახა ქე­მოკ­ლი­ძე იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ად­გილ­ზე ამ დრო­ის­თვის სიმ­შვი­დეა და სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ გა­მო­ჩე­ნი­ლან.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ლაშა დარ­სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, სო­ფელ ჩორ­ჩა­ნას­თან ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის პოს­ტის გა­უქ­მე­ბა არც კი გა­ნი­ხი­ლე­ბა. ამის შე­სა­ხებ ლაშა დარ­სა­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს სო­ფელ ჩორ­ჩა­ნას­თან გა­ნუ­ცხა­და.

-ეს არის და ყო­ველ­თვის იყო სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რია, რაც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია, მათ შო­რის, იგი­ვე ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მიერ,- გა­ნა­ცხა­და დარ­სა­ლი­ამ.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა იყო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­სი თვა­ლით ენა­ხა აქ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა.

-სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­ვუ­კე­თეთ მე­დი­ას, რათა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ახლა არის სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბა რო­გორც ჩვენ­თვის, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ეს არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რა­ზეც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს ამ დღე­ებ­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას 24 – სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში.

მა­გა­ლი­თად, გუ­შინ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შევ­კრი­ბეთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი მი­ვე­ცით შე­სა­ბა­მის სა­ელ­ჩო­ებს, რომ­ლე­ბიც ამ წუ­თებ­შიც მუ­შა­ო­ბენ ჩვენს პარტნი­ო­რებთნ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვენ მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ვართ, ყო­ველ­წუ­თი­ერ რე­ჟიმ­ში ვართ კონ­ტაქ­ტზე ჩვენ პარტნი­ო­რებ­თან, რათა მათ მი­ვა­წო­დოთ სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ერ­თობ­ლი­ვად დავ­გეგ­მოთ შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი იმის­თვის, რომ არ მოხ­დეს ვი­თა­რე­ბის შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცია,- გა­ნა­ცხა­და დარ­სა­ლი­ამ.

სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის უფ­რო­სის კახა ქე­მოკ­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­დე­ბი­ან რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ შედ­გეს შეხ­ვედ­რა დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

-ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს ძა­ლი­ან პრაგ­მა­ტულ, მშვიდ, წყნარ მიდ­გო­მას და ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, რათა მოხ­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის მშვი­დად და წყნა­რად და­რე­გუ­ლი­რე­ბა.

ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ვი­თა­რე­ბა ად­გილ­ზე არ­სე­ბულ პრო­ცესს ნამ­დვი­ლად არ აჯან­სა­ღებს. ნე­ბის­მი­ე­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფორ­მატ­ში, რო­დე­საც ულ­ტი­მა­ტუ­მე­ბით ხდე­ბა პო­ზი­ცი­ე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა, ეს უკვე პრობ­ლე­მაა.

დიდი იმე­დი გვაქვს, რომ დღის ბო­ლომ­დე დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პო­ზი­ცი­ას შე­არ­ბი­ლებს და მე­ო­რე მხრივ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ ფაქ­ტობ­რივ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ად­გილ­ზეა და ეს ფაქ­ტობ­რი­ვი მო­ცე­მუ­ლო­ბა არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი – ხა­შუ­რის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სო­ფე­ლი ჩორ­ჩა­ნა 2008 წლის ომა­მა­დეც და მის შემ­დე­გაც იყო და არის სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რია,- გა­ნა­ცხა­და ქე­მოკ­ლი­ძემ.

მისი თქმით, ის, რომ თით­ქოს დღეს გა­მოჩ­ნდნენ აქ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­რე­ა­ლუ­რი, რად­გან ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი აქ ყო­ველ­თვის მოძ­რა­ობ­დნენ, მაგ­რამ ამ ად­გილ­ზე არ იყო პო­ლი­ცი­ის სა­გუ­შა­გო.

-ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ ძალ­ზე უც­ნა­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან, რომ­ლე­ბიც ჩემი აზ­რით რა­ცი­ო­ნა­ლურ ში­ნა­არსს მოკ­ლე­ბუ­ლია, – აღ­ნიშ­ნა ქე­მოკ­ლი­ძემ.

ინტერპრესნიუსი