ყოფილი ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და ცნობილი მორაგბე დავით კაჭარავა შეყვარებულები არიან. წყვილი პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს თავს არიდებს, თუმცა აშკარაა, რომ ჰარმონიულად გრძნობენ თავს. ქეთის პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი, ანასტასია ჰყავს.
– სექტემბრის მერე ბევრი რაღაც შეიცვალა და მოხდა. ჩემი აკადემიის გარდა, სამი ფილიალი გავხსენით, მქონდა სამი დიდი საქმიანი შემოთავაზება, რამაც წინსვლა განაპირობა, ამას კი უფრო მეტი საქმიანი წინადადება მოჰყვა. ასევე, ვიყიდე ახალი ბინა, რომელსაც ახლა ვარემონტებ, – აღნიშნა ამბები.ჯი-სთან ქეთი ხარატიშვილმა.

