უცხოურ მედიაში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ცნობილი ფრანგი მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა. ის რამდენიმე თვის წინ ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს კლინიკაში. ინსულტი რამდენჯერმე განმეორდა. დაწერეს,რომ ექიმებმა 83 წლის მსახიობის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ალენ დელონი ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობს. 2 წლის წინ მას ბარძაყის არტერიაზე ოპერაცია ჩაუტარდა. მსახიობს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის პრობლემები ჰქონდა.
მაშინ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დელონის ავადმყოფობა მისი ყოფილი მეუღლის, მირეი დარკის გარდაცვალებას დაუკავშირა.
-მე მძულს ამ ეპოქის ადამიანები, აქ ყველაფერი ყალბია, არაფრის პატივისცემა აღარ არსებობს, დაპირებულს აღარავინ ასრულებს. ერთადერთი – ფულს აქვს მნიშვნელობა.
ყოველდღე, დილიდან ღამემდე მხოლოდ დანაშაული გვესმის, როცა ჩემი აღსასრულის დრო მოვა, ზუსტად მეცოდინება, რომ ამ ქვეყანას სინანულის გარეშე ვტოვებ, – ამბობდა ალენ დელონი.

