დაბა მესტიაში რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლეხზირის ხეობაში დიდი რაოდენობით ნატანი მასალის ჩადინების შედეგად მდინარე მესტიაჭალა ადიდდა და კალაპოტიდან გადავიდა.
განადგურდა რამდენიმე ავტომანქანა, საავტომობილო ხიდი და სხვა ინფრასტრუქტურა. დაზიანდა წყლის მიმღები ცენტრალური მაგისტრალის ორი მილი, რომლებიც მესტიას წყლით ამარაგებს
მდინარის ადიდების გამო დაიტბორა „მესტიაჭალა ჰესი 1“-ის ტერიტორია. ჰესის მფლობელი კომპანიის „სვანეთი ჰიდროს“ ინფორმაციით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ფუნქციონირებას ჩვეულებრივ განაგრძობს.
,,სვანეთინიუსის” ინფორმაციით, დაბა მესტიაში მაცხოვრებლების თითქმის ნახევარს წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება.
მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს 100-მდე ქართველი და უცხოელი ტურისტი. ისინი სტიქიის გამო ვერ ახერხებდნენ მდინარის მეორე ნაპირზე დაბრუნებას. მათ შემოვლითი ,თითქმის გაუკვალავი გზით დაახლოებით 5 კილომეტრის გავლა მოუწიათ წვიმაში, რომ საავტომობილო გზამდე მოეღწიათ, რადგან წაღებული ხიდების გამო მათი გადმოყვანა ადგილიდან, მდინარის მეორე ნაპირზე ვერ მოხერხდა.
ამ წუთებში მდინარე მესტიაჭალას მარჯვენა სანაპიროზე დარჩენილმა ქართველმა და უცხოელი ტურისტებმა დანიშნულების ადგილას მოაღწიეს, სადაც საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური და რიგითი მოქალაქეები საკუთარი ავტომობილებით ელოდნენ, რომ ეს ადამიანები მესტიამდე ჩაეყვანათ.მათ შემოვლითი,თითქმის გაუკვალავი გზით დაახლოებით 5 კილომეტრის გავლა მოუწიათ წვიმაში, რომ საავტომობილო გზამდე მოეღწიათ, რადგან წაღებული ხიდების გამო მათი გადმოყვანა ადგილიდან,მდინარის მეორე ნაპირზე ვერ მოხერხდა.ამ წუთებში დაახლოებით 70 ადამიანი 20-მდე ავტომობილებში გადანაწილდა.ვიდეოს ბოლოს იხილეთ ერთ-ერთი ქართველი გიდის კომენტარი, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფებოდა…
Gepostet von სვანეთინიუსი / SvanetiNews am Donnerstag, 25. Juli 2019

