ერეკლე ბადურაშვილს უკანასკნელი ოცნება აუსრულეს – ,,ნინის ცრემლები მოერია, ლალი განიცდიდა, რამეს ხომ არ ვაკლებთო”

ერეკლე ბადურაშვილს უკანასკნელი ოცნება აუსრულეს - ,,ნინის ცრემლები მოერია, ლალი განიცდიდა, რამეს ხომ არ ვაკლებთო"რე­ჟი­სორ ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მისი ფილ­მის ,,ხიდის” დას­რუ­ლე­ბა ,,ქარ­თულ­მა ფილმმა” თა­ვის თავ­ზე აიღო.  პრო­ექტს სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი თა­ვარ­თქი­ლა­ძე.

,,ქარ­თუ­ლი ფილ­მის” დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე:

– ვალ­ში ვი­ყა­ვით ერეკ­ლეს წი­ნა­შე, მისი ფილ­მი უნდა დაგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა და გა­სუ­ლი კვი­რის ბო­ლოს, სა­ღა­მოს უკანასკნელად ჩავ­რთეთ კა­მე­რა ერეკ­ლეს ფილ­მის­თვის. ფილ­მი ღირ­სე­უ­ლად და­ვას­რუ­ლეთ.
ფილ­მი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბავს მოგ­ვი­თხრობს, და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ნა­ხევ­რად ნამ­დვილ ამ­ბებ­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი კად­რე­ბია, სა­ინ­ტე­რე­სოა. ნი­ნიმ კარ­გი და ლა­მა­ზი სახე შექ­მნა. ის ქარ­თვე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, თურ­ქი ბი­ჭის, რო­მელ­მაც თურ­ქეთ­ში გა­იც­ნო და რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის. ბიჭი ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლია…

ლალი ბადურაშვილი რამ­დე­ნი­მე გა­და­ღე­ბა­ზე იყო კი­დეც მო­სუ­ლი, გა­ხა­რე­ბუ­ლი და კმა­ყო­ფი­ლი იყო, რომ ერეკ­ლეს იდეა ბო­ლო­ში მი­ვიყ­ვა­ნეთ. ერთ-ერთი გა­და­ღე­ბა წყნეთ­ში გვქონ­და. მე არ ვი­ყა­ვი იქ და “სკა­ი­პით” შე­მეხ­მი­ა­ნენ, მაჩ­ვე­ნებ­დნენ გადასა­ღებ მო­ე­დანს. ლალი გა­ხა­რე­ბუ­ლი მე­უბ­ნე­ბო­და – შე­ხე­დე, რა კარ­გად არის ყვე­ლა­ფე­რი მო­წყო­ბი­ლიო. რა­ღა­ცებს გა­ნიც­დი­და კი­დეც, – ხომ არ გა­ფუჭ­დე­ბა რამე, ხომ არა­ფერს და­ვაკ­ლებ­თო?  დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისიც ეგო­ნა, რომ ერეკ­ლეც იქ იყო და თა­ვის შვილს უყუ­რებ­და… ნი­ნი­საც ვუ­თხა­რი, ერეკ­ლე მარ­თლაც აქ არის, დაფ­რი­ნავს და ამ ყვე­ლა­ფერს უყუ­რებს. ეს ხომ შენც იცი და მეც-მეთ­ქი. ცრემ­ლი მო­ე­რია…

ფაქ­ტობ­რი­ვად ეს ყვე­ლაფ­რი ვა­ლით გა­ვა­კე­თეთ და რა და­სა­მა­ლია, თან­ხე­ბი ყვე­ლამ დავ­დეთ იმის­თვის, რომ ეს ფილ­მი დაგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა,

ამბები ჯი