,,ვიგუდებით, ავყროლდით, აღარ შეგვიძლია” – რუსთავში ლეშის სუნი დგას

,,ვიგუდებით, ავყროლდით, აღარ შეგვიძლია" - რუსთავში ლეშის სუნი დგას,,ინფო რუსთავს” უკვე რამდენიმე დღეა, რუსთავის მე-7 და მე-8 მიკრორაიონებიდან, უსიამოვნო სუნისგან შეწუხებული მოსახლეობა უკავშირება და პრობლემის მოგვარებაში დახმარებას სთხოვს.

მათი თქმით, უსიამოვნო სუნი საღამოს საათებში მძაფრდება, რის გამოც, ფანჯრის გაღებასაც ვერ ახერხებენ.

,,იქნებ გაარკვიოთ, საიდან მოდის ეს საშინელი სუნი. ვიგუდებით, ავყროლდით, აღარ შეგვიძლია. გახრწნილი ლეშის სუნი დგას, ფანჯრებს ვერ ვაღებთ ამ სიცხეში”, – წერს “ინფო რუსთავს” ერთ-ერთი მომხმარებელი.

მოსახლეობის ნაწილის აზრით, უსიამოვნო სუნი სოკოს ქარხნიდან საღამოს საათებში გამოდის. მათი თქმით, ქარხანა საღამოს საათებში გარკვეული პროცედურების ჩატარებას იწყებს და სწორედ აქედან გამოდის უსიამოვნო სუნი, რომელიც ქალაქის ნაწილს ედება.

მოსახლეობის ბრალდებებს ქარხნის ხელმძრვანელობა პასუხობს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

ინფო რუსთავი