,,რუსეთი ლგბტ თემას იყენებს ქართველების დასაყოფად” – ლუკ კოფი

,,რუსეთი ლგბტ თემას იყენებს ქართველების დასაყოფად" - ლუკ კოფიისაერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველი ლუკ კოფი საქართველოს უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ კონფერენციის – ,,რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში” –  დაწყებამდე საქართველოში ბოლო დროს სიძულვილის ჯგუფების გააქტიურების საკითხს გამოეხმაურა.

კოფის თქმით, ის, რაც თბილისი პრაიდის ირგვლივ სიძულვილის ჯგუფების მიერ ხდება, სწორედ რუსული ხელწერაა:
-რუსეთს აქვს ისტორია, ისეთი სოციალური თუ პოლიტიკური საკითხების წამოჭრისა, რომელიც საზოგადოებასა და პოლიტიკურ პროცესს ხლეჩს. რუსეთი ლგბტ ადამიანთა უფლებების მსგავს საკითხებს იმისთვის იყენებს, რომ ქართული საზოგადოება დაჰყოს. ეს ჰიბრიდული ომის ტექნიკის გამოყენების კიდევ ერთი გზაა.

იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ამ ტაქტიკას არ წამოეგება და მიხვდება, რომ ამ პრობლემების მთავარი შემოქმედი დიდი ალბათობით სწორედ რუსეთია, – განაცხადა ლუკ კოფიმ.

ნიუპოსტი