,,ყველას მოგვენატრება” – აშშ-ს საელჩო კობას დაემშვიდობა

,,ყველას მოგვენატრება" - აშშ-ს საელჩო კობას დაემშვიდობაამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ძაღლის ფოტოს ავრცელებს და თბილი სიტყვებით ემშვიდობებიან ძაღლს, სახელად კობას, რომელიც 15 წელი საელჩოს ეზოში ცხოვრობდა.

„ამ კვირას ჩვენს ერთგულ მეგობარს, კობას გამოვემშვიდობეთ. კობა საელჩოს დიდ ოჯახს 15 წლის წინ შემოუერთდა. მაშინ ჯერ კიდევ ათონელის ქუჩაზე ვმუშაობდით. ამ ხნის განმავლობაში მისი კეთილი მზერითა და კუდის ქიცინით შეგებების გარეშე არ ჩაუვლია არც ერთ სტუმარსა თუ თანამშრომელს.
კობა ყველას დაგვაკლდა და ძალიან მოგვენატრება“,- წერია საელჩოს ფეისბუქგვერდზე.