22 მაისს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს ოპერაცია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილური იყო. თუმცა ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუფის ჯანმრთელობა გაურესდა, დამძიმდა. ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრთან არსებულ ონკოლოგიურ ცენტრში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
სასულიერო პირებმა მეუფე კლინიკაში მოინახულეს და ზეთი აცხეს (ფოტო გადაღებულია ოპერაციის შემდეგ).

