,,ლელა თავისი ფეხით ავიდა საავადმყოფოს კიბეებზე და ბოლომდე სჯეროდა, რომ იმ მწვანე კაბას ისევ ჩაიცმევდა” – მანჩო იოსელიანი

,,ლელა თავისი ფეხით ავიდა საავადმყოფოს კიბეებზე და ბოლომდე სჯეროდა, რომ იმ მწვანე კაბას ისევ ჩაიცმევდა" - მანჩო იოსელიანი,,36 წლის გარდაიცვალა, ზუსტად 36 დღე იცოცხლა შემთხვევის მერე, თავისი ფეხით ავიდა საავადმყოფოს კიბეებზე და ბოლომდე სჯეროდა, რომ იმ მწვანე კაბას კიდევ ჩაიცმევდა…”, – ასე გამოეხმაურა ფეისბუქში მანჩო იოსელიანი დათო ოქიტაშვილის წერილს, სადაც ის გარდაცვლილ მეგობარზე, მომღერალ ლელა სიხარულიძეზე წერს.

ლელა სიხარულიძე გასული საუკუნის 90-იანი წლების ნამდვილი ვარსკვლავი იყო. ძლიერი ხმის გარდა, საოცარი შარმი ჰქონდა, რითიც ყველას ხიბლავდა.

ტრაგედია 1997 წლის ზა­ფხულ­ში დატ­რი­ა­ლდა. მისი ქალიშვილი, თამუნა ამ დღეს ასე იხსენებს:

,,ზა­ფხუ­ლი იყო, აგ­ვის­ტო. მე და ბე­ბია-ბა­ბუა გუ­რი­ა­ში ვი­ყა­ვი. მო­ვი­და ნა­თე­სა­ვი და გვი­თხრა, ლე­ლას ხელი და­ეწ­ვა და უნდა, რომ დედა მის გვერ­დით იყო­სო. ბებო მიხ­ვდა, რომ რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი იყო მის თავს.

17 აგ­ვის­ტო იყო… მა­ნამ­დე კი, 12 ივ­ნისს სიზ­მა­რი და­მე­სიზ­მრა – ლე­ლას ხელ­ში ჯვა­რი ეჭი­რა, კი­ბე­ზე ადი­ო­და, უცებ ჯვა­რი გა­უ­ვარ­და და გა­ტყდა. მა­შინ ეს სიზ­მა­რი ყვე­ლას მო­ვუ­ყე­ვი…

სახე არ ჰქონ­და დამ­წვა­რი. ცე­ცხლის ალი ჰქონ­და ნაყ­ლა­პი და ორ­გა­ნო­ე­ბი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. სხე­უ­ლის 80 პრო­ცენ­ტის თერ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და. მე ერთი კვი­რა დე­დას­თან ვერ შე­ვე­დი, არ მინ­დო­და, დამ­წვა­რი მე­ნა­ხა. ემო­ცი­უ­რად ცუ­დად იყო. რომ დამ­შვიდ­და, შე­მიყ­ვა­ნეს. ეძი­ნა. ისევ შე­ვე­დი და მო­რი­დე­ბით დავ­დე­ქი. გად­მომ­ხე­და. მე­ში­ნო­და და ვუ­ცხო­ობ­დი…

არ უნდა მა­კო­ცოო? ხელ­ში ამიყ­ვა­ნეს და ვა­კო­ცე. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ინ­ტერ­ვი­უ­ებს იძ­ლე­ო­და. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა ჰქონ­და – დამ­წვრო­ბის რამე კვა­ლი ხომ არ და­მე­ტყო­ბაო. რო­გორც ვიცი, ნანი ბრეგ­ვა­ძე დაჰ­პირ­და, სა­ზღვარ­გა­რეთ კლი­ნი­კა­ში წა­გიყ­ვან და პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ას გა­გა­კე­თე­ბი­ნე­ბო. ექიმს უთ­ქვამს, სამ დღე­ზე მეტს ვერ იცო­ცხლებ­სო, დე­დამ 36 დღე გაძ­ლო… არ უნ­დო­და სიკ­ვდი­ლი და ექიმ­თან ერ­თად იბ­რძო­და.”

ამ­ბო­ბენ, რომ ლელა სი­ხა­რუ­ლი­ძემ ნა­ად­რე­ვი გარ­დაც­ვა­ლე­ბა თა­ვა­დაც წი­ნას­წარ იგ­რძნო. როცა და­ი­ღუ­პა, ოჯა­ხის წევ­რებ­მა მისი გა­დი­დე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი იპო­ვეს. ერთხელ ოჯა­ხის წევ­რებს უთხრა, როცა მოვ­კვდე­ბი ჩემი ძმის სახ­ლი­დან თეთ­რი სა­სახ­ლით გა­მა­ცი­ლე­თო, ეს სურ­ვი­ლი აუს­რუ­ლეს.

,,ყელს შეგაბამ მარგალიტებს…”. თავისი სიმღერები იყო პანაშვიდზე…” – წერს მანჩო იოსელიანი (იხილეთ ლელა სიხარულიძის სიმღერის ვიდეო-ჩანაწერი).