მიკა: ,,საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა, ჩემი სუნთქვა იყო” – ლევან აბაშიძის უკანასკნელი სიყვარული

მიკა: ,,საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა, ჩემი სუნთქვა იყო" - ლევან აბაშიძის უკანასკნელი სიყვარულიმსახიობ ლევან აბაშიძე მარადიულ ახალგაზრდად დარჩა, პრიცად, რომელსაც უამრავი ქალი ეტრფოდა. როცა აფხაზეთის ომიდან მისი ცხედარი ჩამოასვენეს, მეორე დილით მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა თეთრი საღებავით, დიდი ასოებით ეწერა – ,,ლევან, მიყვარხარ”, მეორე დილით ახალი წარწერა დაემატა: ,,მე უფრო ძაან მიყვარხარ”, ყოველ დილით ახალ-ახალი წარწერა ჩნდებოდა – ,,მე ყველაზე ძაან მიყვარხარ”, და ბოლო წარწერა იყო: ,,არავინ არ იცის, მე რა ძალიან მიყვარხარ… “.

ლევან აბაშიძის ცხოვრებაში ბევრი სასიყვარულო თავგადასავალი იყო. ბოლოს ის მოლდაველ გოგონაზე, მიკა სტრამბეანუზე იყო შეყვარებული.

მიკა შემთხვევით გაიცნო ქუჩაში და მათი სიყვარულის ამბავი სწრაფად განვითარდა.

18 წლის მიკა თბილისში სწავლობდა, თეატრალურში. 26 წლის ლევანი უკვე ძალიან პოპულარული იყო, ერთ დღესაც ლევანმა მიკა სახლში მიიყვანა და დატოვა. წყვილმა ერთად ცხოვრება დაიწყო.

მიკა: ,,საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა, ჩემი სუნთქვა იყო" - ლევან აბაშიძის უკანასკნელი სიყვარულირომანტიკული შეყვარებული რჩეულ ქალს ყვავილებით, ტკბილეულით და რაც მთავარია, ყურადღებითა და სითბოთი ანებივრებდა. ასე მიილია ბედნიერების ოთხი წელი. აფხაზეთში რომ წავიდა, იმ დროს მიკა კიშინიოვში იყო. მათ ერთმანეთის ვერც ნახვა შეძლეს და ვერც დამშვიდობება.

ლევანი თბილისში ჩამოასვენეს, პანაშვიდებს ჩამოუსწრო და დაკრძალვის შემდეგ  მიკა თბილისში აღარ დარჩენილა. სამშობლოში დაბრუნდა. დღემდე თავისი პროფესიით მუშაობს.

მიკა სტრამბეანუ ლევანის შესახებ:

-ლევანი საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. დღესაც კი ვგრძნობ მის სუნთქვას და ხშირად მესიზმრება, რომ სულ ხელს მკრავს – ალბათ უნდა, დიდხანს ვიცოცხლო, ის კი ისევ ისეთი ახალგაზრდა დარჩეს ჩემს მეხსიერებაში.

მიკა: ,,საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა, ჩემი სუნთქვა იყო" - ლევან აბაშიძის უკანასკნელი სიყვარულიარ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა – მე მაშინ თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გოგონა ვიყავი, სულ რაღაც 18 წლის; ლევანი კი – 25 წლის, ცნობილი მსახიობი ბიჭი. პირველივე შეხედვისას ვიგრძენი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვინც მჭირდებოდა, ვინც ძალიან ჩემი იყო და ვისთვისაც მზად ვიყავი, ყველაფერი დამეთმო. მართლა უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი და ვერ წამომედგინა, მის გარეშე ცხოვრებას თუ გავაგრძელებდი.

ძალიან მანებივრებდა. ვგრძნობდი, როგორი შურის თვალით მიყურებდა ყველა გოგო, როცა ლევანის გვერდით ამაყად მივაბიჯებდი რუსთაველის გამზირზე. მეც ვეჭვიანობდი, მაგრამ, ერთხელ შემთხვევით მოვისმინე მისი საუბარი ქალთან – ეუბნებოდა, მე საყვარელი ქალი მყავს გვერდითო. ძალიან ამაყი ვიყავი იმ წუთას. არ დამავიწყდება, ისე გამახარა ამ ნათქვამმა, ლევანს მოლდოვური ბორშჩი გავუკეთე…

..

როცა მიკა საყვარელი მამაკაცის პანაშვიდზე თბილისში ჩამოვიდა, პირველი, რაც ლევანის დედამ, მანანა ხიდაშელმა ჰკითხა, იყო: ,,ორსულად ხომ არ ხარ?”.

პასუხი იყო: ,,არა”.