,,მამის მოკვლას არ ვნანობთ, შეუძლებელი იყო იმის ატანა, რასაც ის გვიკეთებდა” – დები ხაჩატურიანები

,,მამის მოკვლას არ ვნანობთ, შეუძლებელი იყო იმის ატანა, რასაც ის გვიკეთებდა" - დები ხაჩატურიანებიმოს­კოვ­ში, ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბის ოჯახ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლი გახ­და ცნო­ბი­ლი – ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს, რომ სამი ქა­ლიშ­ვი­ლის მიერ მოკ­ლულ მი­ხა­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ანს შე­საძ­ლოა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პე­დო­ფი­ლი­ის ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნონ.

სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში, ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბის სახ­ლში გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში მოხ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რა დე­ბის – კრის­ტი­ნას, მა­რი­ა­სა და ან­გე­ლი­ნას წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მეს სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­წყვეტს და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შვი­ლე­ბის წა­მე­ბი­სა და შე­ვიწ­რო­ე­ბის გამო ბრალს გარ­დაც­ვლილ მა­მა­კაცს წა­რუდ­გენს.

გა­მო­ცე­მა „მოს­კოვ­სკი კო­მსო­მო­ლეც“ წერს, რომ მი­ხა­ი­ლი შვი­ლებს, კრის­ტი­ნა­სა და ან­გე­ლი­ნას მცი­რე ასა­კი­დან აუ­პა­ტი­უ­რებ­და. ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მან ერთ-ერთ ქა­ლიშ­ვილს გა­ნუ­ცხა­და: „შენ დე­და­შე­ნის ად­გილს და­ი­კა­ვებ! ცო­ლად შე­გირ­თავ და შვილს გა­მი­ჩენ!“

ამას­თან, მამა შვი­ლებს უბ­რძა­ნებ­და, მის წინ გა­შიშ­ვლე­ბუ­ლიყ­ვნენ, რათა კაცს ისი­ნი „შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა“. გავ­რცელ­და ფო­ტოც, სა­დაც ჩანს ან­გე­ლი­ნას სის­ხლი­ა­ნი სახე, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

გო­გო­ნე­ბის თქმით, მკვლე­ლო­ბის დღეს მა­მის მან­ქა­ნი­დან მისი სა­ნა­დი­რო დანა აი­ღეს, რათა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თავდაცვისთვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. ამა­ვე და­ნით მი­ხა­ილ­მა მა­ნამ­დე ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რია და გო­გო­ნე­ბის დედა, აუ­რე­ლია დაჭ­რა, რო­მე­ლიც სახ­ლი­დან გა­იქ­ცა.

სა­სიკ­ვდი­ლო თავ­დას­ხმამ­დე ცოტა ხნით ადრე მი­ხა­ილ­მა შვი­ლე­ბის მი­სა­მარ­თით წი­წა­კის სპრეი გა­უშ­ვა. კრის­ტი­ნამ, რო­მელ­საც ას­თმა აწუ­ხებს, გო­ნე­ბა და­კარ­გა, მა­მამ ის სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­იყ­ვა­ნა, სა­მო­სი გა­ხა­და და არა­ყი და­ას­ხა. დის მდგო­მა­რე­ო­ბით შე­ში­ნე­ბულ­მა ან­გე­ლი­ნამ და მა­რი­ამ გა­და­წყვი­ტეს, მი­ხა­ილს და­ნი­თა და ჩა­ქუ­ჩით დას­ხმოდ­ნენ თავს. ან­გე­ლი­ნამ მამა და­ნით გუ­ლის არე­ში დაჭ­რა, მა­რი­ამ კი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხა, თუმ­ცა მი­ხა­ი­ლი ექი­მებს უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ.

გა­სულ წელს 17, 18 და 19 წლის გო­გო­ნე­ბი ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

„არა­ფერს ვნა­ნობ. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო იმი­სი ატა­ნა, რა­საც ჩვენ გვი­კე­თებ­და. ცი­ხე­ში უკე­თე­სია ცხოვ­რე­ბა, ვიდ­რე მას­თან ერ­თად. 10 წლის ასა­კი­დან გვცემ­და, 14 წლი­დან – სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და,“ – აღ­ნიშ­ნა ან­გე­ლი­ნამ.

გო­გო­ნე­ბის ად­ვო­კა­ტი, ია­როს­ლავ პა­კუ­ლი­ნი ამ­ბობს, რომ მი­ხა­ი­ლის­თვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ბრა­ლის წარ­დგე­ნა დე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ამბები.ჯი