ზურა ყიფშიძე: ,,ახლა, როცა ცოცხალი აღარ არის, ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ყურმილს, რატომ არ ვუსმენდი”

ზურა ყიფშიძე: ,,ახლა, როცა ცოცხალი აღარ არის, ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ყურმილს, რატომ არ ვუსმენდი"მსახიობმა ზურა ყიფშიძემ. რომელსაც ,,პირველ არხზე” მიჰყავს გადაცემა ,,ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ”, 2017 წელს გარდაცვლილი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გაიხსენა:

-ზოგჯერ მოენატრებოდი და დაგირეკავდა. გეტყოდა: ,,როგორა ხარ?”.

შენ ეტყოდი: ,,ლიკა, გინდოდა რამე?”

,,არა, არაფერი, უბრალოდ, ისე მოგიკითხე, ხომ კარგადა ხარ?”.

ახლა, როცა აღარ არის, ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ასე უცბად ყურმილს და რატომ არ ვუსმენდი?